პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიარჩევანი ძალიან მარტივია - აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების“...

არჩევანი ძალიან მარტივია – აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაცია დღეს, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პოლიტიკური ბლოკის ძირითადი მიზანი „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის, უმუშევრობისა და სიღარიბის დამარცხება, ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნება და ქვეყნის განვითარებაა:

დღეს საქართველო იმყოფება უმძიმეს ვითარებაში. მილიონობით ადამიანი, ყოველდღიურად, ებრძვის სიღარიბესა და შიმშილს. ასობით ათასი ადამიანი არის უმუშევარი, ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე სამუშაოს საძიებლად საქართველოს საზღვრებს გარეთ გადის. ახალგაზრდები საქართველოში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ. პენსიონერები, რომლებიც ისედაც ცოტა პენსიას იღებენ, უსამართლოდ მაღალ პროცენტს იხდიან ძვირი წამლების შესაძენად აღებული სესხისთვის.

ყველაფერ ამაში დამნაშავეა ერთი ძალა – „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია.

დიახ, „დამსხვრეული ოცნებების“ 8 წლიანი მმართველობის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში.

მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კითხვა დავუსვა: ვცხოვრობთ ჩვენ იმაზე უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ ვცხოვრობდით? შეასრულა რომელიმე პირობა მაინც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ? რა გააკეთეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში?

უფრო გავღარიბდით! უფრო გვშია! კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა, მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 45000-ით შემცირდა.

დღეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საქართველომ გაიმარჯვოს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვონ. ეს განცხადება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორედ ამ გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

დიახ, ჩვენ მივიღეთ ახალი პოლიტიკური პლატფორმის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ შექმნის გადაწყვეტილება, რომელშიც შედის: “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა წარვუდგინეთ.

ჩვენი მიზანია: დავამარცხოთ უმუშევრობა, დავამარცხოთ სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონერებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში.

არჩევანი ძალიან მარტივია – აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია. ეს არის უმარტივესი არჩევანი რომელიც, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება ლოგოს, თეთრი ფერი – ეს არის სისუფთავის, სიწმინდის, პატიოსნების სიმბოლო. წითელი ფერი – ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო და ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყები და რომლითაც ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ჯვარი – ეს არის ისტორიულად საქართველოსა და ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო.

სტრატეგია არის ის, რაც დღეს საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება. აღმშენებლობა კი არის ის იდეა, რომელიც დაამარცხებს „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას, რომელმაც სამწუხაროდ, მომავალი წაგვართვა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...