ორშაბათი, აპრილი 28, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ნუ ვაჭრობთ ტრაგედიებით, თქვე ნაგვებო!" - ბაკურ სვანიძე

“ნუ ვაჭრობთ ტრაგედიებით, თქვე ნაგვებო!” – ბაკურ სვანიძე

ბაკურ სვანიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ბაჩალიაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს. ჟურნალისტის აზრით, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველ ნაბიჯს ეხმაურებიან, ისინი გამოძიებას მსვლელობას არ აცდიან, ამიტომ მათ დემაგოგებს უწოდებს და ფიქრობს, რომ ეს ტრაგედიით სპეკულირებაა.

ბიჯო! აი, ახლა ამიხსენით ვინმემ, ესენი რანაირად არ

არიან დ ე მ ა გ ო გ ე ბ ი და ნაგვები ჰა?

ძალიან არ მინდა ამ თემაზე წერა და ხედავთ რომ თავს ვიკავებ, მაგრამ… ელენე ხ ო შ ტ ა რ ი ა:- “როგორ ბედავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ასაჯაროებს გარდაცავლილი ბავშვის პ ი რ ა დ ი ცხოვრების რაიმე დეტალს? მერე რა, რომ ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ჰყავდა? მეც მყავს ფსიქოლოგი!”

და ამ “დუხში” ტვინს ბურღავს ასევე ინგა გ რ ი გ ო ლ ი ა

და სხვა “ნ ა ც ე ბ ი” – დღეს მთელი დღე ხან ვინ პოსტავს

ასეთი შინაარსის პოსტს, ხან ვინ…

აი, მე თქვენი შ ა რ ი ა ნ ი თავებზეც ვირბინე!

ჯერ ერთი – რომ მიმდგარხართ და, გ ა მ ო ძ ი ე ბ ი ს მხრიდან სრულ ინფორმაციას ითხოვთ, თუკი რეალურად ამ ბავშვის სიკვდილი დაკავშირებულია მისი პირადი ცხოვრების დეტალებთან, მაშინ რა ქნას გამოძიებამ? არ გაასაჯაროვოს და – ტვინს წაიღებთ, რატომ არ ამბობენ არაფერსო! გასაჯაროვებენ და – არიქა, პირადი ცხოვრებაო!

თქვენ ეს ბავშვიც სულ ფეხებზე გკიდიათ და სხვა ნებისმიერიც, უბრალოდ ნ ა გ ვ ე ბ ი ხართ!

ისე კი, ამდენი ასეთი შინაარსის პოსტის მერე, განგებ ვნახე შსს-ს ბრიფინგის მასალა, სიტყვა სიტყვით ასეა:-

“ბავშვს ჰყავდა პირადი ფსიქოლოგიც, რომლის

დეტალური გამოკითხვაც მოხდა, მაგრამ ვინაიდან

ოჯახი ახლა არის მძიმე მდგომარეობაში, თავს

შევიკავებთ ფსიქოლოგის მიერ დაკითხვაზე გაცემული

პასუხების გასაჯაროებისგან” – განაცხადეს ბრიფინგზე…

აბა, სად არის აქ რამე იმის მსგავსი, თითქოს ვინმე

ამბობდეს – “რატომ ჰყავდა ფსიქოლოგიო?”

ან ვინმე ამბობდეს – “რადგან ფსიქოლოგი ჰყავდა,

ესე იგი აუცილებლად თავს მოიკლავდაო?”

სად ნახეთ, რომ ვინმე ამას ამტკიცებდეს?

ჟურნალისტები მიაჯინდნენ გამომძიებელს, თქვით ვინ არის საქმეზე დაკითხულიო და მანაც სხვებთან ერთად ფსიქოლოგიც ახსენა! მერე რა? რომ არ ეხსენებინა და მერე როდესმე გაჟღერებულიყო რომ საქმეში ფსიქოლოგის ჩვენებაცაა – მერე იმას იტყოდით, თავის დროზე რატომ არ გვითხრეს და რატომ დაგვიმალეს ფსიქოლოგის არსებობაო?

დააყენეთ, ბიძიკო, ეგ მოსვრილი ტ რ ა კ ე ბ ი!

ნუ ვაჭრობთ ტ რ ა გ ე დ ი ე ბ ი თ თქვე ნაგვებო!

სულ ცოტა მაინც შეგრცხვეთ,“ – წერს სოციალურ ქსელში ბაკურ სვანიძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო...

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა“, -...

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

“მთელი ეს წლები ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ” – გიორგი ბარამიძე

“ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ...

“დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...