სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაარ მიატოვებს მედია რეზონანსულ საქმეებს, რაც არ უნდა...

არ მიატოვებს მედია რეზონანსულ საქმეებს, რაც არ უნდა ლანძღოთ ტროლებითა თუ მათთან გათანაბრებული პირებით – ვახო სანაია

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას, სოციალურ ქსელებში ჟურნალისტურ გამოძიებასთან გაჩენილი მოსაზრებები, ტროლებისთვის მიცემულ ახალ დავალებად მიაჩნია, რასაც ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება და აცხადებს, რომ მედია კვლავაც გააგრძელებს რეზონანსულ საქმეებზე მუშაობას:

ტროლებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ახალი დავალება აქვთ მიღებული – ჟურნალისტებმა თავი დაანებეთ ძიებას! რას დადიხართ აქეთ-იქით, ნუ შეგვაწუხეთ, დაგვასვენეთ ხალხი, დაასვენეთ ოჯახები! ამას დაემატა პირდაპირი ეთერის რეჟიმში გასული ზოგიერთი მძიმე კადრის გამო კრიტიკა. მერე ეს ყველაფერი შეკრიბეს ,,გენიოსებმა” და ლექციების კითხვა დაიწყეს თავიანთ გადაცემებში. ზოგიერთი გულუბრყვილოდ აჰყვა ამ ხაზს და უნებურად მათ წისქვილზე დაასხა წყალი, ვინც კრიტიკულ ტელევიზიებს ებრძვის. კრიტიკა კი არაა ზოგადად პრობლემა, საჭიროცაა. უშეცდომოც არავინაა, ზოგიერთი ინფორმაცია უფრო მეტად დაზუსტდა და შეივსო, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, შეიძლება, რაღაც ისეთი კომენტარი ან კადრი აღმოჩნდეს იმ პირდაპირ ეთერში, რამაც საქმის მსვლელობის ბედი გადაწყვიტოს. ვერსიიდან ახალ ვერსიამდე გადიხარ, ასეა, როცა რაღაცას იკვლევ და დროც ბევრია არაა, რადგან, სამწუხაროდ, გზადაგზა მტკიცებულებები ქრება ხოლმე ამ ქვეყანაში. ვერ იტყვით ერთ ფაქტსაც, როცა ჟურნალისტებმა საქმე გააფუჭეს, ოფიციალურ გამოძიებას რამეში ხელი შეუშალეს. მითხარი ერთი ფაქტი, რა გააფუჭა ამ საქმეებში მედიამ? დახმარების გარდა რა გააკეთა? ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა.

შემიძლია, დადასტურებულად გითრათ – ამ საქმეებზე მედიას რომ არ ემუშავა ასე დღე და ღამე, პრაქტიკულად არაფერი ან თითქმის არაფერი ეცოდინებოდა დღეს საზოგადოებას. ნუ დავიწყებთ იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც ვსხედვართ ყველანი. იმასაც კარგად დააკვირდით, ვის მიაქვს იერიში დღეს კრიტიკულ მედიაზე და თავად ეს ,,კრიტიკოსები” რითი არიან დაკავებული – ჟურნალისტური გამოძიებით თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ მუშაობით. იკითხეთ, რა გააკეთა ამ ხალხმა ან შაქარშვილის საქმეზე ან ბაჩალიაშვილის საქმეზე.

დამიჯერეთ, ჟურნალისტებზე ეს იერიში გავლენას ვერ მოახდენს. ტყუილად წვალობთ. არ მიატოვებს მედია ამ საქმეებს, რაც არ უნდა ლანძღოთ ტროლებითა თუ მათთან გათანაბრებული პირებით.

შეიძლება, ვიღაც ჟურნალისტი – მე ან ნებისმიერი სხვა – ან რომელიღაც კრიტიკული მედიასაშუალება – ჩემი ან სხვა – ძალიან არ მოგწონდეთ, მაგრამ ვინც ამ საქმეებზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, ყველა აკეთებს სასარგებლო საქმეს. ვინც კი ერთი რამე დეტალი მაინც გამოარკვია, ყველამ კარგი საქმე გააკეთა.

ეს სტატუსი დაიწერა მათთვის, ვინც შეიძლება, ბოლომდე ვერ გაერკვა, ჟურნალისტების ლანძღვით ვის საქმეს აკეთებს საბოლოოდ. მოგონილი ფრაზები – ,,დაასვენეთ ხალხი”, ,,ნუ გვაჩვენებთ ყოველდღიურად თქვენს ჟურნალისტურ გამოძიებას” – სინამდვილეში ნიშნავს შემდეგს: გაეშვით მაგ საქმეებს, არ გვაინტერესებს სიმართლე, გვკიდია, როგორ დაიღუპნენ ეს ახალგაზრდები, ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს და ნუ დაგვირღვევთ სიმყუდროვესა და კომფორტს.

დასასრულ, ჟურნალისტების კრიტიკა სასარგებლოა. გემოვნებაზე , ესთეტიკაზე დავაც მოსულა, საჭიროცაა. მედიამ ხელოვნურად არ უნდა დაზაფროს მოსახლეობა.. თუკი რაიმე მძიმე კადრის ჩვენება არაა აუცილებელი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მხოლოდ სანახაობისთვის არ უნდა გამოიყენოს… მაგრამ რაზეც სტატუსი დავწერე, ეს კრიტიკას, გემოვნებას, ესთეტიკას, სტილს არ ეხება. უფრო სხვა რამ ხდება – საერთოდ ნუ იძიებთო, ორგანიზებულად გვიკიჟინებენ. ამას კი კრიტიკასთან არაფერი აქვს საერთო და ვხვდებით, რატომაც მიდის ეს იერიში, უბრალოდ უპერსპექტივოა. მედია გააგრძელებს ამ საქმეებზე მუშაობას,” – აცხადებს ვახო სანაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

„ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა....

“მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

“2011-2012 წლების ბორენკას ხომ არ გულისხმობს?!” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმიანება

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, "ღამის კურიერში"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...