ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შესაძლოა, მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" სიაში არ იყოს"...

“შესაძლოა, მამუკა ბახტაძე “ქართული ოცნების” სიაში არ იყოს” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში არ იქნება. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი, სწორედ ამიტომ ის ესწრებოდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება არ არის პარტიაში მიღებული და სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში,” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას გუნდთან ერთად თავადაც გეგმავს და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სიაში რომელ ადგილს დაიკავებს.

ჩვენს გუნდთან, “ქართულ ოცნებასთან”, მეც ვგეგმავ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, თუმცა სიაში რომელ ადგილს დავიკავებ, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია.

რაც შეეხება პროპორციულ სიას, ჩვენ უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას. იქნება სიაში ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი, ასევე იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი პროგრესი და იდეები.

ჩვენ გვაქვს პროაქტიული დღის წესრიგი, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და რა თქმა უნდა, სიასაც დავაკომპლექტებთ ძლიერი კადრებით,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ტიპებს გაიშნიკობა ენატრებათ…” – გოჩა მირცხულავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კორუფციასთან მიმართებაში დაფიქსირებულ მიუღებელ...