პარასკევი, აპრილი 26, 2024

მთავრობის სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ინფექციური საავადმყოფოს მნიშვნელობასა და განახლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალი დიდი ხანია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობის სხდომაზე საკითხვის განხილვის შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა.

რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა.

დღეს, ჩვენ მთავრობის სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება.

თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე, ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ ვიმყოფებოდი. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო.

ჩვენ, სამინისტროებთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია ეპიდემიის მართვა.

ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. ეს ჯგუფი, არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენ პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უწევდა კონსულტაციებს,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული