შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაჩვენს წინაშე დგას "დამსხვრეული ოცნებების" პარტია, რომელსაც აქვს...

ჩვენს წინაშე დგას “დამსხვრეული ოცნებების” პარტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – ხალხს რამენაირად გამოსტაცოს თავისუფალი არჩევანი – გიორგი ვაშაძე

პარტია ,,ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ,,ქართულ ოცნების” ანალოგად ,,დამსხვრეულ ოცნებას” ასახელებს და აღნიშნავს, რომ მისი ერთადერთი მიზანი საზოგადოებისთვის თავისუფალი არჩევანის წართმევაა. მმართველი ხელისუფლების ოპონენტი, პარტია ,,ახალი საქართველოს” საარჩევნო სტრატეგიების გავრცელებას უახლოეს დღეებში აანონსებს და აღნიშნავს, რომ მთავარი არის ბრძოლა, რომელიც არჩევნების გაყალბებას ეწინააღმდეგება:

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს წინაშე დგას დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – ხალხს რამენაირად გამოსტაცოს თავისუფალი არჩევანი. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ოპოზიციის თანამშრომლობა და კოორდინაცია. მრავალფეროვნებით ერთიანობა – ესაა ფორმულა, რომლითაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს შესაძლებელია, იყოს შეთანხმება. თუნდაც ის ექვსი მაჟორიტარული ოლქი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით თბილისში, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მისწრაფებებს აჩვენებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება განცხადება, რომელსაც გავავრცელებთ და მომავალ კვირაში ჩვენი გუნდი სტარტს მივცემთ საარჩევნო კამპანიას.

ჩვენთვის მთავარია საერთო ოპოზიციური ფორმატი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და იმ სამომავლო კოალიციის ჩანასახების დანახვისთვის, რომელიც ასე უნდა ხალხს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნული ინფორმაცია, პარტია ,,ახალი საქართველოს” პრესსამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...