შაბათი, სექტემბერი 27, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები21-ე საუკუნეში ჰესების დრო აღარ არის - აქცია...

21-ე საუკუნეში ჰესების დრო აღარ არის – აქცია ქუთაისში

ქუთაისში ნამოხვან ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა 5 ივლისს, ნამოხვანში გამართული აქციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

მათი თქმით, მშენებელმა კომპანიამ მიცემულ ვადებში ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა უნდა გაიყვანოს და ადგილზე სამუშაოები უნდა შეწყვიტოს. როგორც აქციის მონაწილეებმა განცხადეს, ისინი დღეს ბოლო საპროტესტო აქციას მართავენ და თუ მათ მოთხოვებს არ დააკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს, შიმშილობას მიმართავენ, ხოლო კომპანიის ტექნიკიას გზას გადაუკეტავენ.

5 ივლისს ნამოხვანში აქცია ჩავატარეთ, სადაც კომპანიასა და ხელისუფლბას ვადა მივეცით, რათა ჩვენი მოთხოვნები შესრულებულიყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანია მოთხოვნებს არ ასრულებს. ჯერჯერობით აქციას გამაფრთხილებელი სახე აქვს, რომ ქუთაისის მოსახლეობამ დაინახოს რეალური საფრთხე. ქუთაისს ემუქრება სიკვდილი, იმის გამო რომ ვიღაცებმა ასეულ მილიონიანი კორუფციული შემოსავალი იშოვნ. 21-ე საუკუნეში ჰესების დრო აღარ არის,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია “ქლინ ენერჯი გრუპი” აშენებს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხაბე რომ გეგოიმებათ და ბესელიას ეფარცქვალებით…” – მაია ნადირაძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის მაია ნადირაძის...

“საქართველოში მოქმედებს საბანკო კარტელი, რომელიც ივანიშვილის მაფიოზური სინდიკატის შემადგენელი ნაწილია” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, საბანკო სექტორთან მიმართებაში, მძიმე, სკანდალურ შეფასებებს აკეთებს: "საქართველოში...

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818 -ს

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით...

“რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ. “არჩევნებზე” წასვლა…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“მხდალობა და ლაჩრობა ჩვენი სტილი არ ყოფილა! არ არის და არც იქნება!!!” – მარიამ...

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, აქტიურ პროტესტში მონაწილეობის გაგრძელების პირობას...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...