შაბათი, აპრილი 27, 2024

ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალაქის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა.

ირაკლი ქარქაშაძეს ამ დრომდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა. იყო ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ადმინისტრაციული მენეჯერი.

2014-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდა. ამავე წლებში ის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაში სარეკლამო დირექტორის თანამდებობაზე იყო.

ირაკლი ქარქაშაძეს ავსტრიაში აქვს გავლილი პროფესიული სამაგისტრო პროგრამა საავიაციო მენეჯმენტის განხრით. ასევე საფრანგეთში საერთაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების კურსი.

შეგახსენებთ, ორი კვირის წინ ყოფილმა ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახდა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული