spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიასრული გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის სახეობის -...

სრული გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის სახეობის – ფარგას (Lucioperca) მოშენების პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ფონდი „გარემო და განვითარება” საქართველოში სრული გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის სახეობის – ფარგას (Lucioperca) მოშენების პროექტს ახორციელებს.

ფონდის „გარემო და განვითარება” თავმჯდომარის, თემურ ტყემალაძის ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 1000-მდე ერთეული 5-7 სმ. ლიფსიტა იქნა შემოყვანილი, რომლებიც ველური ბუნების სააგენტოში, სპეციალურად მოწყობილ ტბორში აგრძელებს ზრდას და მიაღწია 16-31 სმ-ს.

ველური ბუნების სააგენტოს მიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის, ფარგას სადედე ჯოგის მიღება, რომლის გამრავლების შემდეგ, მდინარე მტკვრის ზედა მხარისა და კრწანისის ტყეპარკის ტბორების დათევზიანება მოხდება.

ფარგა სპორტული თევზაობის საინტერესო ობიექტია. თუმცა, ბევრ ქვეყანაში სარეწაო მნიშვნელობასაც ანიჭებენ. ფარგას პოპულაცია საქართველოს წყლებში თითქმის გაწყდა, სწორედ ამიტომ, ფარგაზე თევზაობისას, მნიშვნელოვანია თევზაობის მეთოდის „დაიჭირე და გაუშვი” დაცვა.

ველური ბუნების სააგენტოს, 2016 წლიდან, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის თევზების მოშენებასა და ბუნებაში აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სააგენტო გეგმავს, ფარგას, როგორც კასპიის ზღვის აუზის პოპულაციის, ასევე, შავი ზღვის აუზის ლიფსიტების შემოყვანას, გამრავლებას და ბუნებაში აღდგენას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...