spot_img
მთავარიარჩევნები"ქართული ოცნება" მაჟორიტარული ოლქების ნაწილს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად...

“ქართული ოცნება” მაჟორიტარული ოლქების ნაწილს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აგებს – ხათუნა ლაგაზიძე

ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ შეფასება მისცა “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარული კანდიდატების სიას და მმართველ პარტიას მაჟორიტარული ოლქების ნაწილის მარცხი უწინასწარმეტყველა. ამასთან აღნიშნა, რომ მთავარი ბრძოლა ისნის ოლქში გაიმართება, სადაც “ოცნების” ყველაზე ძლიერი კანდიდატი კახა კახიშვილი, სადაც ოპოზიციის მხრიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი, გიორგი ვაშაძე დახვდება:

შთაბეჭდილებები „ოცნების“ მაჟორიტარების თემაზე:

1. „ოცნება“ მაჟორიტარული ოლქების ნაწილს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აგებს: თბილისის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოლქების ნახევარს მაინც, თუ მეტს არა;

2. თბილისის მაჟორიტარებში კალაძემ თავისი კვოტა მიიღო: ფაქტობრივად, ოქლების ნახევარი;

3. მაჟორიტარების დაკომპლექტების პრინციპი ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ „ოცნება“ ხმების საყიდლად ემზადება: წარდგენილი კანდიდატების მინიმუმ ნახევარი მსხვილი ბიზნესმენია, რომელთა ნაწილი უკვე იყო პარლამენტში ფულის საკეთებლად, ახლა აიძულებენ იმ ნაკეთები ფულის ნაწილით საარჩევნო ხმები იყიდოს, იმ პირობით რომ შემდეგ პარლამენტში უფრო მეტად გამდიდრდნენ ბიუჯეტის ხარჯზე;

4. დანარჩენები: მოქმედი გუბერნატორები, ყოფილი სპორტსმენები და ყოფილი მაღალჩინოსნები გამარჯვების გარანტიას არ ქმნიან, იშვიათი გამონაკლისის გარდა;

5. ახალი სახეები ფაქტობრივად ვერ ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ ასოცირებას დღეს ყველა ერიდება;

6. მთავარი ბრძოლა ისნის საარჩევნო ოლქში გაიმართება, სადაც „ოცნებამ“ 30 კანდიდატს შორის ყველაზე ძლიერი კანდიდატი წარადგინა, სადაც მას ასევე, ოპოზიციის მხრიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი დახვდება. ამასთან, „ოცნების“ ყველაზე წონიანი მაჟორიტარული ფალავანის – კახი კახიშვილის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ დაყენებით და ამით ისნის ოლქის მაჟორიტარული არჩევნების მთავარ ბრძოლის ველად ქცევით, ფაქტობრივად, სრულად დაინგრა მითი ვაშაძის უკან „მდგომი“ ვანო ჩხარტიშვილის ფიგურის თაობაზე, რითიც ვაშაძემ ძალიან ძლიერი კონკურენტი კი მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა საუბრებს, მის უკან ჩხარტიშვილის ინტერესების შესაძლო მოაზრების თაობაზე;

7. რომ შევაჯამოთ, „ოცნებამ“ წარმოადგინა ძირითადად ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების შანსი ხმების ყიდვის გარდა, ფაქტობრივად არა აქვთ – ამით აიხსნება, ბიზნესმენების სიმრავლე კანდიდატთა შორის;

8. ამ სიის მიხედვით ოპოზიციას მაჟორიტარული ოლქების დიდი წილის მოგების შანსი აქვს, თუ სწორ კანდიდატებს შეარჩევს და თუ ერთმანეთის ხმების წართმევით არ იქნება დაკავებული, რითიც ხელისუფლების თამაშს ითამაშებს. ასე რომ, დანარჩენი ოპოზიციაზეა დამოკიდებული,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...