spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ, რათა...

მოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირება – გიორგი ვაშაძე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ საომარ მდგომარეობას ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. მისი თქმით აღნიშნული სისხლიანი დაპირისპირება რუსეთის პროვიცირებული და აქტიური ხელშეწყობითაა, რის გამოც ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს სტრატეგიულ პარტნიორებს, პროცესებში აქტიური ჩართვისა და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად:

უკიდურესად შემაშფოთებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის ესკალაცია ან ფართომასშტაბიანი ქმედებები არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის.

გასათვალისწინებელია რუსეთის როლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კონფლიქტური სიტუაციების სათავისოდ მოგვარების მხრივ. იგი წლებია სომხეთის მოკავშირედ გვევლინება, თუმცა შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს – ეს არის ის ორმაგი თამაში, რომელიც უკვე გამოიარა საქართველომ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მორიგი სამხედრო დაპირისპირებები, რომელიც სავალალო შედეგების მომტანი იქნება არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ განვითარების საშუალებას დაუკარგავს მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ განცხაქდებას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...