spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიელექტრომობილების მფლობელები საბაჟო გადასახადისგან სრულად არიან გათავისუფლებული, მათთვის...

ელექტრომობილების მფლობელები საბაჟო გადასახადისგან სრულად არიან გათავისუფლებული, მათთვის პარკირებაც უფასოა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ გამართა. თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში ხორციელდება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და ნაკადების ავტომატიზებული მართვა:

ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, რომელიც დედაქალაქში ჩვენს მიერ ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომელიც უცხოელი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაიცა. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა.

ელექტრო და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით, ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი დავიწყეთ. ელექტრომობილების მფლობელებს სრულიად უფასოდ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დამტენებით ისარგებლონ. იცით, რომ ელექტრომობილების მფლობელები საბაჟო გადასახადისგან სრულად არიან გათავისუფლებული, მათთვის პარკირებაც უფასოა. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები ელექტრომობილების მფლობელებს წაახალისებს.

ჩვენ ასევე მთელი რიგი კვლევები გვაქვს ჩატარებული და გამოკვეთილი გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც შეიძლება საბაგიროს პროექტის განხორციელება. ესენია: ისნისა და ნაძალადევის რაიონები. ვფიქრობთ, რომ პირველი პროექტის განხორციელებას ისნის რაიონში მომავალი წლის დასაწყისში შევძლებთ და უკვე შემდეგი წლის ბოლოსთვის სამუშაოები ნაძალადევის რაიონში დაიწყება. პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინტეგრირება მოხდეს, როგორც ავტობუსის მეტროსთან, ასევე, მეტროს – საბაგიროსთან და პირიქით, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.

„ჭკვიანი“ შუქნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, გამოცხადებულია ტენდერი ახალი შუქნიშნების შესყიდვასთან დაკავშირებით და გვინდა, რომ მთელი ქალაქი საცობებისგან განიტვირთოს. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რაც განვითარებულ დიდ ქალაქებში გაკეთდა. ბევრისთვის ეს ყველაფერი შეიძლება დისკომფორტი იყოს, თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია, ქალაქში არსებული მდგომარეობა მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...