შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიკიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ დაინტერესებულ...

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას – ცესკო

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აცხადებს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირები უკავშირდებიან საოლქო საარჩევნო კომისიების ყოფილ წევრებს, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულებს და ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია კვლავ დასაქმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშნული ფაქტი ცესკოს სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა.

განვმარტავთ, რომ ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების წინასწარ მოძიებას არასდროს ახორციელებს და მათი შერჩევა ხდება მხოლოდ კონკურსის წესით, კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, შესაბამის პარტიებს აქვთ შესაძლებლობა დანიშნონ წევრები საოლქო საარჩევნო კომისიებში და მათ შერჩევასთან, საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინაც გაავრცელა განცხადება, ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვების მიზნით, ცესკოს სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას, ვინაიდან ნებისმიერი სახის მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე,” – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...