პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან, იმისათვის, რომ...

“განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან, იმისათვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს სწავლის გაგრძელება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განმარტავენ, რომ აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს Covid 19-ის დადასტურების გამო გამოეთიშა, დარჩენილი ერთი გამოცდის ჩაბარებას შეძლებს. გამოცდა ექიმების და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება:

ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთი აბიტურიენტი, გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში.

ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან, იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც უკვე წარჩინებულმა სტუდენტმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კი აცხადებს, რომ – “აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის.

გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ“.

კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის, დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...