spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიდღეს ჩემთან ერთად არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ...

დღეს ჩემთან ერთად არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, ხოლო ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად – დავით კირკიტაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით კირკიტაძემ დღეს რუსთაველი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადა, რომ რუსთაველები წლების განმავლობაში ითხოვენ ავარიული სახლების დაკანონებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

დავით კირკიტაძე ასევე დაჰპირდა მოქალაქეებს, რომ არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში, ყველა მათგანის პრობლემა ერთი თვის განმავლობაში მოგვარდება.

დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ კიდევ ერთ ფაქტზე, თუ როგორ გულგრილად, დანაშაულებრივად ექცევა საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავის მაცხოვრებლებს. დღეს ჩემთან ერთად არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში და მათ ამ პირობებს ემატება ის, რომ სახელმწიფომ, რომელიც ვალდებულია მათზე იზრუნოს, მათთვის არ გამონახა 3 საათი იმისთვის, რომ მიეღო ერთი დადგენილება, ერთი გადაწყვეტილება და ეს სახლები, რომლებიც ჩემს უკან არის რუსთავში, მათთვის საკუთრებაში გადაეცა.

მე ვთხოვ მთავრობას, დღეს გაგვცეს პასუხი, თუ რატომ ვერ მოიცალა ამ ადამიანებისთვის. გასცეს პასუხი ქალბატონ მანანას, ქალბატონ თინა მუჯირიშვილს და ყველა იმ ოჯახს, რომლებიც დღეს რუსთავში ამ გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

მოგახსენებთ ასევე, რომ 2 წლის წინ ჩვენ ეკონომიკის მინისტრს გავუგზავნეთ წერილი თხოვნით, აღვუწერეთ აბსოლუტურად ყველა, 250-მდე ოჯახი, რომლებიც რუსთავში ამ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათი მხრიდან პასუხი იყო ნული.

მე მინდა აქედან შევპირდე იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლებია ამ უუნარო ხელისუფლებას ელოდებიან, რომ სექტემბრამდე ეს სახლები მათ საკუთრებაში გადავა, ხელისუფლებას ამას მე ვაიძულებ.

თუ ესენი ამას არჩევნებამდე ვერ მოაგვარებენ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, ვდებ პირობას, რომ აღნიშნულ სახლებს ჩვენ დავუკანონებთ ამ ადამიანებს, დავეხმარებით ასევე, რომ გაიუმჯობესონ მათი ყოფითი პირობები,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ, ქალაქ რუსთავში გამართულ ბრიფინგზე.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა საზოგადოებრივ ნორმად ვერ იქცევა” – ნინო წილოსანი

სასამართლოში შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დეპუტატ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...