შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობებისაფრანგეთის ავიაკომპანია „AirFrance“ საქართველოში ფრენებს აღადგენს - საქართველოს...

საფრანგეთის ავიაკომპანია „AirFrance“ საქართველოში ფრენებს აღადგენს – საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოში საფრანგეთის ელჩს – დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობას და ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ხელშეწყობა დაანონსდა, რაც საქართველოში საფრანგეთის ავიაკომპანია „AirFrance“-ს ფრენების აღდგენას გულისხმობს:

,,გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და აღინიშნა, რომ საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთისთვის სანდო და საიმედო პარტნიორებს წარმოადგენენ.

როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საჯარო სექტორის მოქმედებებს პანდემიის პირობებში, რამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლაში.

ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება, რისი დადასტურებაც არის, მათ შორის, ფინანსური დახმარება, 190 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საფრანგეთის განვითარების ფონდმა საქართველოსთვის გამოყო.

პრემიერმა და საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ და დიეგო კოლასმა ისაუბრეს ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ხელშეწყობაზე, რაც საქართველოში საფრანგეთის ავიაკომპანია „AirFrance“-ს ფრენების აღდგენას გულისხმობს,“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...