კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"100 დღეში საქართველო ან გადარჩება ან აღარ იარსებებს"...

“100 დღეში საქართველო ან გადარჩება ან აღარ იარსებებს” – მიხეილ სააკაშვილი

,,ქართული ოცნება“ თუ დარჩა, საქართველო აღარ იარსებებს და ეს იქნება შეუქცევადი. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქვეყანა იშლება, დნება, ხმება და უბედურდება“- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ახალგაზრდებთან ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ შემდეგ 100 დღეში გადაწყდება საქართველოს ბედი:

100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა ან საქართველო აღარ იარსებებს. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქვეყანა იშლება, დნება, ხმება და უბედურდება. თუ ,,ქართული ოცნება“ დარჩა, საქართველო აღარ იარსებებს და ეს იქნება შეუქცევადი.

მე თავი გადადებული მაქვს, ნამდვილად. უკრაინაში ძალიან კარგი პოზიციები, პერსპექტივები მაქვს. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. პრაქტიკულად ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა, იმიტომ, რომ აქ თავს სახლში ვგრძნობ. მე არ ვგრძნობ თავს ემიგრანტად. აქ, კიევში 15 წლის ასაკში ჩამოვედი. ეს არის ჩემი წრე, ჩემი ახლობლობა, მაგრამ სამშობლოს გარეშე დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო არის საქართველო. არც ერთი თქვენგანი არ უნდა დარჩეს სამშობლოს გარეშე,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღარიბებული საზოგადოებისთვის ენთუზიაზმის და რწმენის გაღვივება ახალგაზრდებს მიანდო. მისივე თქმით, ქვეყნის გავლენა მსოფლიო ასპარეზზე, წლების წინაა მოპოვებული:

საქართველოში ჩვენ გვიკეთებენ ანესთეზიას – დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი, ფეხი არ გაანძრიოთ, ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვებენ ტურისტებს?! ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი, ივანიშვილის აზრით, მით უფრო ადვილად და იაფად გაიყიდება. ამიტომ, ამის გადატეხვა შეიძლება მხოლოდ ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ყველასთან მისვლით, ყველა ადამიანთან ლაპარაკით, რწმენის დაბრუნებით, იმიტომ, რომ ისინი საკუთარი მომავლის, რწმენის განადგურებაზე მუშაობენ.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ რწმენის დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. შემდეგი 100 დღე ნიშნავს იმას, რომ ასმაგად უნდა ვიმუშაოთ. 100 დღე ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს, მე ნამდვილად აღარ მძინავს. 100 დღე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორგანიზებულები, ისე როგორც არასდროს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს. ჩვენ ქვეყანა ან გვაქვს ან აღარ გვაქვს.

რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, რომ ის იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მთელი მსოფლიო ახსენებდა, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, მთელ რეგიონში ძალიან დიდი გავლენა მოვიპოვეთ, ახლა აბა ახლა რის ხარჯზე ვართ უკრაინაში?! იმდროინდელი გავლენის და მონაპოვარის ხარჯზე.

რამდენიმე დღეში უკრაინაში, რამდენიმე ქართველს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ. დატაცებაზე არიან, იმიტომ, რომ იციან, თავის დროზე საქართველოში ჩვენ სასწაული მოვახდინეთ. ეს ყველაფერი მთავრდება. საქართველო აღარ იარსებებს… ეს რომ აღარ იყოს ახლა, თითოეული თქვენგანის ხელშია, თქვენთვის წარმოუდგენელი შანსი და პასუხისმგებლობაა, მე ასე მგონია. ჩემი მხრივ, მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი სასურველია არ იყოს უფსკრულში, იმიტომ, რომ უფსკრულში უკვე მიდის ჩვენი ქვეყანა. უნდა მოვასწროთ ამ უფსკრულიდან ქვეყნის აქეთ გამოყვანა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუავამ მეუღლის, კოტე იოსელიანის...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...