პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა -...

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განათლების სამინისტროს მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტავს, რომ იმ აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მასთან მყოფ დამკვირვებელსა და 9 აბიტურიენტს, მათ ჯერ-ჯერობით კვლევები უტარდებათ:

გუშინწინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ახალგაზრდა ქალბატონს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა და როდესაც ჩვენ ვიკვლევდით მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა ერთ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც 7 რიცხვში გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ ღამით ჩვენ გვქონდა საგანგებო კომუნიკაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საგამოცდო ცენტრთან. ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისათვის, რომ მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია და ასევე იმ აბიტურიენტებს, რომლებიც დაინფიცირებულთან ერთად წერდნენ გამოცდას, მივცეთ საშუალება, რომ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით გააგრძელონ გამოცდებზე გასვლა.

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი არ აწუხებს. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდებს ეს ინფექცია ნაკლებად ერჩის. ის შემდგომი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება დანარჩენ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებლებს, მათ შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო გამოკვლევები უტარდებათ,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ აბიტურიენტების დაინფიცირების შანსები მინიმალურია, რადგან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული.

განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ინფიცირებული გამოცდების ჩაბარებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებს, რადგან მკურნალობის პროცესს გადის.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...