spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ჩვენი...

პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან საზღვრების გასხნის თაობაზე გრძელდება, თუმცა, ამავდროულად, უსაფრთხო ქვეყანათა სია 2 კვირაში ერთხელ გადაიხედება. მთავრობა გააგრძელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეთა გამოყვანას. შეზღუდვები მოიხსნება ღონისძიებების ღია სივრცეში ჩატარების თაობაზე. ხოლო შიდა ტურიზმის განვითარებისთვის გიორგი გახარია მოგვიწოდებს, მაქსიმალურად ჩავერთოთ მთავრობის ახალ პროგრამაში – „იმოგზაურე საქართველოში“:

ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართა მოლაპარაკებები, რომელთა შედეგად, 5 ჩვენს პარტნიორ ქვეყანას სარკისებურად დავუწესეთ ანალოგიური პირობები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ეხება მხოლოდ პირდაპირ ფრენებს. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მსგავს მოლაპარაკებებს ჩვენს სხვა პარტნიორებთან, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ჩვენ ვიქნებით ისეთივე ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღორძინების მნიშვნელობასაც.

ეკონომიკის სამინისტრო ევროპულ ავიაკომპანიებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს, რათა პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი და ასევე ჩვენი უცხოური პარტნიორი ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ვალდებულება, და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ამაზე იქნება მოთხოვნა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, გახლავთ ის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების შესაბამისად, ყოველ 2 კვირაში ერთხელ გადახედილი იქნება ურთიერთმოქალაქეების მგზავრობის პირობები და უსაფრთხო ქვეყანათა სია, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა გლობალურად პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით.

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, 13 რიცხვიდან ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება, და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ახლა მინდა გადავიდე უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ეს გახლავთ შიდა ტურიზმი. ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, „იმოგზაურე საქართველოში“. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა. უნდა მივეხმაროთ ტურიზმის დარგს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს, შევუმსუბუქოთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...