პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუპრეცედენტო კორუფციის მაშტაბმა, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილმა დაამყარა, შეუძლებელი...

უპრეცედენტო კორუფციის მაშტაბმა, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილმა დაამყარა, შეუძლებელი გახადა ადამიანებამდე დახმარების მიტანა – სალომე სამადაშვილი

აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე ისაუბრა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში დღეს ავტოკრატიული და კორუმპირებული რეჟიმია. გაჭირვება, უმძიმესი ეკონომიკა, გაღარიბებული მოსახლეობა და საერთაშორისო იზოლირების პირას მდგომი ქვეყანა – ეს ის ძირითდი პრობლემებია, რომელზე აქცენტიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა:

დღეს ჩვენ გავიგეთ საგანგაშო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქიდან, ვაშინგტონიდან, სადაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს კონგრესმა დააწესა სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისათვის. კონკრეტულად, კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა შეაჩერა საქართველოსთვის იმ დახმარების გაცემა, რომელიც განკუთვნილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა განვმარტო რას ნიშნავს ყოველივე ეს თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოშიც არის ასევე უმძიმესი კრიზისი, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა ფაქტიურად საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს უფრო მეტად ვართ დამოკიდებული ვიდრე ოდესმე – დახმარებას დასავლეთიდან, დახმარებას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან. მე მინდა ვთქვა, რომ 30 წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული მოკავშირეებისგან.

დღეს უპრეცენდენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი, როდესაც ორივე პარტიის მხარდაჭერით, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის, აწესებს სანქციას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. რატომ ხდება ეს? – ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მაშტაბმა, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილმა დაამყარა, შეუძლებელი გახადა ადამიანებამდე დახმარების მიტანა. ანუ, კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ასევე ჭამს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გამოყოფენ საქართველოსთვის.

ამიტომ დღეს მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულდება და მშვიდობიანი გზით მისი გასტუმრება. ეს ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. ჩვენ ან დავამარცხებთ ოქტომბერში ივანიშვილის კორუმპირებულ და ავტოკრატიულ რეჟიმს, ან საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, უკიდურესი გაჭირვება და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია. ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ ვაშინგტონიდან,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...