კვირა, აგვისტო 3, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედება -...

ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედება – ISFED-ის წინა საარჩვნო ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში განხილულია: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“-ს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

განსაკუთრებით საგანგაშოდ უნდა შეფასდეს, მონიტორინგის დაწყების შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე განხორციელებული ირიბი ზეწოლის შემცველი სატელეფონო ზარი და მინიშნება, რომ, აქტიურობის შემთხვევაში, მის ბიზნესს პრობლემები შეექმნება.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, უშუალოდ, მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, სოციალური დახმარებების გაცემის პროცესში, აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა შეინიშნება სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა, რაც გამოიხატება პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატების მიერ სოციალური დახმარებების გაცემაში აქტიურად ჩართვასა და ამის ფართოდ აფიშირებაში.

ანგარიშში განხილულია: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“-ს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მარტი-ივნისის თვეებში, პარლამენტის ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატის მიერ, სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიების ფარგლებში მოსახლეობისთვის სასურსათო ან/და სამედიცინო პაკეტების გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 252 მუხლით აკრძალული ქმედების – ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. მაჟორიტარი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრები არიან და მათ ნაწილს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, საჯაროდ აქვს გაცხადებული.

ISFED-მა ასევე რეკომენდაციებიც შეიმუშავა, კერძოდ:

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს

  • ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
  • ქველმოქმედების განხორციელებისას, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიური ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან. ასევე, არ უნდა დაუშვან თავისი მხარდამჭერების მიერ სხვა პარტიების შეხვედრებისა და კამპანიური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
  • პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის, რათა ხელი შეეწყოს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს

  • სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და მოსახლეობას არ შეუქმნან განცდა, რომ გაცემული დახმარების უკან მმართველი პარტია დგას.

საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარული აქციების ორგანიზატორებს

  • საქველმოქმედო აქციების ჩატარებისას არ დაარღვიონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვები და არ გამართონ მსგავსი ღონისძიებები პოლიტიკურ პარტიებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად; არ გამოიყენონ საქველმოქმედო აქცია რომელიმე პარტიის ან/და კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისთვის,” – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...