spot_img
მთავარიკანონი და სამართალიდედაქალაქის ცენტრში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის...

დედაქალაქის ცენტრში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა

საზოგადოებაში არაერთხელ დაგმობილი ქმედებების მიუხედავად, დღეს დედაქალაქის ცენტრში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ადგილობრივების განცხადებით პირმა მოპირდაპირე კორპუსიდან, სავარაუდოდ მე-5 სართულიდან, ამ ეტაპზე დაუდგენელი მოწყობილობიდან განახორციელა გასროლა კორპუსიდან ორი მეტრის რადიუსით დაშორებული ცხოველისკენ – კატისკენ. ​აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ კორპუსის მაცხოვრებლები და ეზოში მყოფი პირები. თუ რა იარაღით მოხდა აღნიშნული ინციდენტი, ჩვენთვის უცნობია. ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო ეკიპაჟი ექსპერტ-კრიმინალისტები და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის 259 მუხლით, რომელის თანახმად ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა 1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სააგენტო „პარალელის“ ჟურნალისტი ადგილზე იმყოფებოდა და დეტალების დაზუსტებას შეეცადა. წინამძღვრიშვილის 121 ნომერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მეზობლებმა საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, მას მოჰყვა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, თუმცა დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ყოველგვარი რეაგირების გარეშე წავიდნენ. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ კი ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. მათი თქმით ექსპერტიზის და უშუალოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა დეტალები.

მეზობლების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ინციდენტს შესაძლოა უარესი შედეგი მოჰყოლოდა, მაგალითად ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის არასრულწლოვნების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შექმონდა საფრთხე. ფაქტია, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დააკავებული” – საქართველოს...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...