spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო,...

ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად – მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, წელს ეროვნული გამოცდები უჩვეულო გარემოში ტარდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ „გამორჩეული თაობა“ ამ გამოწვევას გაუმკლავდება და საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

დღეს ვიწყებთ საგამოცდო პროცესს, რომელიც გაგრძელდება 25 ივლისამდე.

ცნობილი მიზეზების გამო, წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას.

ეს გამორჩეული თაობაა, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. მჯერა, რომ ასეთივე წარმატებით, ისინი თავს გაართმევენ ეროვნულ გამოცდებს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები.

მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...