კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება: რეგულაციები, რეკომენდაციები, ცენტრების მისამართები

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება: რეგულაციები, რეკომენდაციები, ცენტრების მისამართები

6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტთა მისაღებად უკვე მზად არის.

– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრზე მეტი.

– რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ მისვლა საგამოცდო ცენტრებში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან. ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე საგამოცდო ცენტრია გახსნილი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, აბიტურიენტი ყურადღებით გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს:

თბილისში საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
 
მეტრო “ახმეტელიდან” მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;

მეტრო “ახმეტელიდან” გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;

მეტრო “ვარკეთილიდან” N117 საჯარო  სკოლამდე;

მეტრო “სამგორის” ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;

მეტრო “დიდუბიდან” N147 საჯარო  სკოლამდე.

საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი, ხოლო რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულს (მისამართს).
 
ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ.;
ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7;
ქ. თბილისის 175 ა  საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;
ქ. თბილისის 175 ბ  საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;
ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;
ქ. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8;
ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ;
ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;
ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი,  ჩარგლის ქ. №34;
ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ;
ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6;
ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.  №127;
ქ. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის №15;
ქ. ბათუმის N10  საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, ბაგრატიონის 121;
ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის №47;
ქ. ბათუმის N14 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. 11; 
ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9;
ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა – ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6;
ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;
ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;
ქ. თელავის მე-8 საჯარო სკოლა – ქ. თელავი, თამარის ქ. №69;
ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;
ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა –  ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;
დ. ხულოს საჯარო სკოლა – დ. ხულო, შავაძის ქ. №3.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...