ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიტაო-კლარჯეთის მიტაცებულ მიწაზე ქართული ისტორიული ძეგლები "მიგდებულია", ზოგში...

ტაო-კლარჯეთის მიტაცებულ მიწაზე ქართული ისტორიული ძეგლები “მიგდებულია”, ზოგში მეჩეთია გახსნილი და ზოგში “ბოსელი” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით თურქეთის ხელისუფლებას აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს და მოუწოდებს მეზობელ სახელმწიფოს უარი თქვას ამ განზრახვაზე.

ლეიბორისტების ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად, საფუძველს იღებს და ძლიერდება ,,პანთურქიზმი”, რასაც ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს:

,,თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისიდან აპირებს, აია-სოფიას ტაძარი, რომელიც უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეა, მეჩეთად გამოაცხადოს. სამწუხაროდ, საქართველო ხვდება რთულ ზოლში, სადაც რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად, საფუძველს იღებს და ძლიერდება ,,პანთურქიზმი”. სწორედ ამას შეეწირა ჩვენი გარეჯი, რომელიც ალიევმა წაიღო. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ პროტესტი გამოხატა. ჩვენ, მადლობას ვუხდით სახელმწიფო მდივანს და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას არ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თვითონ თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარს.

როგორც ქართველი ერდოღანია თურქი, ისეთივე თურქულია აია-სოფია. 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, წმინდა სოფიას ტაძარი სამწუხაროდ გადაკეთდა მეჩეთად, მაგრამ 1934 წელს, რესპუბლიკური მმართველობის პერიოდში, ქემალ ათათურქმა ის მუზეუმად გამოაცხადა და შეტანილია მსოფლიო კულტურის, ,,იუნესკოს” საგანძურში. დღეს ამ სტატუსის შეცვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, შავ-ბნელი ისტორიისაკენ და შესაბამისად, ხელს არ შეუწყობს თვითონ ჩვენი მეზობელი თურქეთის გაძლიერებას, მისი ავტორიტეტის ამაღლებას საერთაშორისი ასპარეზზე.

სწორედ ყალბი ისტორიებია დიდი ტრაგედიების საფუძველი. ჰიტლერმა 70 მლნ ადამიანი შესწირა ევროპაში ყალბ ისტორიას, არიელთა განსაკუთრებული წარმოშობისა და ექსკლუზიური უფლებების შესახებ. პანთურქისტები, რომლებიც ერდოღანის წაქეზებით არიან მოძლიერებულნი, სწორედ ამ თეორიებს ,,აწვებიან”, რომ დავით გარეჯიც, აია-სოფიაც ქრისტიანული ძეგლებიც თურმე მათი ისტორიული მემკვიდრეობა ყოფილა. ეს ძალიან საშიში პოლიტიკაა, საშიში ხაზია რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად, რომელიც ჩვენს ბედზე აისახება, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, ამიტომ ის პროცესები, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, ჩვენი ისტორიული ბედისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის გადამწყვეტი და დროზე ამოვიღოთ ხმა, რომ იცოდნენ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტებმა, რომ ისინი მარტო არ არიან რეგიონში, მათი საქმიანობა შეუმჩნეველი არაა. იგივე თურქეთის საქმიანობა, რომელმაც უკვე შექმნა თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, სადაც გააერთიანა შუა აზიის თურქულენოვანი ქვეყნები, მათ შორის, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და კიდევ სხვა მცდელობები, რომ ერთიანი, დიდი თურქეთის იდეა ბოსფორიდან ციმბირამდე იქნეს ხორცშესხმული.

დიდი იმედი მაქვს, თურქეთი იქნება საიმედო პარტნიორი, რომელიც პირველ რიგში იზრუნებს ხალხების, თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და რეგიონის უშიშროების პრობლემებზე. ის ფაქტი, რომ ტაო-კლარჯეთის მიტაცებულ მიწაზე ქართული ისტორიული ძეგლები ,,მიგდებულია”, ზოგში მეჩეთია გახსნილი და ზოგში – ,,ბოსელი”, ეს ყველაფერი არ მატებს ღირსებას თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის და სხვა სფეროებში მოწინავე პოზიციებისკენ მიილტვის.

სათქმელი ერთმანეთს პირში უნდა ვუთხრათ. მხოლოდ სიმართლე უზრუნველყოფს ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო მსოფლიოს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...