შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიფუქსავატო გახარია, დაანებე ტელევიზიებით პრანჭვას თავი, გაუგებარი სიტყვების...

ფუქსავატო გახარია, დაანებე ტელევიზიებით პრანჭვას თავი, გაუგებარი სიტყვების რახარუხს და რეალური საქმე აკეთე! – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა, ფაქტობრივად აღარ არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესი, ერთადერთი იმედი კი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ეს საზღვრების გახსნა და ტურისტების ნაკადის შემოსვლა იყო. ოპოზიციონერი ლიდერი პრემიერ-მინისტრს დანაპირების შესრულებისა და რეალური საქმის კეთებისაკენ მოუწოდებს:

საქართველოში ახლა უმძიმესი ვითარებაა. ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი აღარ არსებობს. ჩვენ ეკონომიკურად ფაქტობრივად გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ეს 1 ივლისს საზღვრების გახსნა და ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა იყო. ეს იმედიც, პირადად გახარიამ და მთავრობამ, გაუცრუა ხალხს. დახურულია თითქმის ყველა ტურისტული ობიექტი, მაღაზიები თუ სასტუმროები.

მივმართავ გახარიას, მაისის დასაწყისში წარმოგიდგინეთ გეგმა, დეტალურად გაწერილი ალგორითმი ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგეხსნათ 1 ივნისს სახმელეთო, ხოლო 15 ივნისს საჰაერო საზღვრები, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ მოგვატყუეთ. გაგვაგებინეთ რა გინდათ? ბატონო გახარია, ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში?! წარმოუდგენელი ვითარებაა…

ერთი, რომ საზღვრები დაკეტილია და ტურისტი არ შემოდის, ხოლო მეორე – ბანკები, რომლებიც ახრჩობენ ადამიანებს და გაზრდილ პროცენტებს სთავაზობენ გადავადების სანაცვლოდ. რისთვის გვჭირდება საერთოდ ხელისუფლება და მთავრობა?!

ფუქსავატო გახარია, შენ რისთვის არსებობ თუ ადამიანებს არ ეხმარები და ნორმალურ გადაწყვეტილებას არ იღებ?! ევროკავშირმა შეგვიყვანა „მწვანე ქვეყნების“ სიაში. დღეს ჩვენ შეგვეძლო, რომ მიგვეღო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები ქვეყანაში და ევროპისთვის გაგვეხსნა საზღვრები იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში ვერ წავიდოდნენ, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩაგვკეტეთ და გსურთ, რომ პირდაპირ ამოგვახრჩოთ შიმშილში.

მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ შეგრჩებათ! თქვენი არასწორი გადაწყვეტილებები უკვე მინიმუმ 2 მილიარდი ლარი დაგვიჯდა. ჩვენ გამოგიგზავნეთ გეგმა, მაგრამ რაღაც გაუგებარი პოლიტიკური მიზნების გამო არ ხსნით საზღვრებს.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, – ფუქსავატო გახარია, დაანებე ტელევიზიებით პრანჭვას თავი, გაუგებარი, ერთი და იგივე სიტყვების რახარუხს და რეალური საქმე აკეთე!’’ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...