ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკამიკავშირდებიან ფერმერები, რომლებიც აგრობარათებით ვერ სარგებლობენ - ალექსი...

მიკავშირდებიან ფერმერები, რომლებიც აგრობარათებით ვერ სარგებლობენ – ალექსი ნონიაძე

სააგენტო „პარალელის“ ექსპერტს, ანალიტიკოს ალექსი ნონიაძეს სოფლად მცხოვრები ფერმერებისა და მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უკავშირდება, რომლებიც ვერ სარგებლობენ ან სრულყოფილად ვერ ღებულობენ სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის, კერძოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაანონსებულ დახმარებებს, რომლებიც აგრობარათებზე დარიცხულ ქულებს ეხება. ექსპერტმა კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითის საფუძველზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ლაივ ჩართვისას ისაუბრა. ანალიტიკოსმა პასუხების მისაღებად ლიბერთი ბანკის მენეჯმენტს მიმართა.

მომართავს ფერმერები და უბრალოდ სოფელში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ვერ სარგებლობენ ან სრულად ვერ სარგებლობენ აგრობარათებით. ამის თაობაზე დავუკავშირდი ლიბერთი ბანკის მენეჯმენტს კითხვებით. მადლობა ბანკის პიარ სამსახურს ქალბატონ დოდო ბოჭორიშვილს ოპერატიულად მოწოდებული პასუხებისთვის” – აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ალექსი ნონიაძეს ერთ-ერთმა ფერმერმა მიაწოდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პიროვნება 3 სხვადასხვა მიწის ნაკვეთს ფლობს, ასევე ამ მიწებს სხვადასხვა საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული, პირველი ნაკვეთი – 4035 კვმ; მეორე – 3666 კვმ; მესამე – 2280 კვმ.

ლიბერთი ბანკის პასუხიდან, ირკვევა, რომ პირველ ორ ნაკვეთზე, რომელიც აღემატება 2500 კვმ-ს დახმარება დაერიცხა, ხოლო მესამე მიწის ნაკვეთზე ფერმერმა ვერ ისარგებლა სახელმწიფო დახმარებით, რადგან 2500-ზე ნაკლებია მიწის კვადრატულობა. მიწის ნაკვეთები 4 ადამიანზე, ერთი ოჯახის წევრებზეა რეგისტრირებული, სამწუხაროდ, ნაკვეთები ჯამურად არ შეიკრიბა და დააკლდათ ის დახმარება, რომელიც წესით უნდა მიეღო ოჯახს. მოგეხსენებათ, ჰექტარზე 200 ლარის დახმარებაა გათვალისწინებული.

სახელმწიფო პროგრამით ასევე ვერ სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებსაც, პრობლემური სესხები აქვთ, მათ შორის ლიბერთი ბანკში და რომლებსაც მიწის ნაკვეთზე ინკასო ან ყადაღა აქვთ დადებული.

მსგავსი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ ალექსი ნონიაძეს ნომერზე: 592-502-502

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული