სამშაბათი, აპრილი 29, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტში 20 გიგა ბოკერია 20 სოფიო კილაძეს მირჩევნია"...

“პარლამენტში 20 გიგა ბოკერია 20 სოფიო კილაძეს მირჩევნია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით, თავისი პოზიციის დაფიქსირებისას, ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და მიაჩნია რომ “სქესს მნიშვნელობა არ აქვს – ადამიანს, მის გონებრივ მონაცემებს, მის ღირებულებებს აქვს მნიშნელობა”:

ტვ პირველზე მგზნებარე გამოსვლა მქონდა კვოტებზე.

ამოვხტი კაბიდან.

ამბავი მოვყევი – უბრალოდ, არ დამისრულებია დროის სიმცირის გამო.

მიზოგინიური შეტევები არ მაწუხებდა – ვიცოდი რაში ვრგავდი თავს და შესაბამისად მომზადებული შევხვდი.

თან თამაშიც მიყვარს – ვითომ ნეო ვარ და ტყვიებივით ვიცილებ.

მოკლედ ჩემთვის ვერთობოდი – მეკიდა შეტევები.

მაშინ დავიძაბე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა გაიყო და უცებ აღმოვაჩინე, რომ მე კი არ ვარ მხოლოდ სამიზნე.

ჩემი ქმარიცაა – ჩემ გამო.

ხან ენჯიოები აშანტაჟებენ – ცოლს გაემიჯნე, თორემ თქვენთან აღარ ვითანამშრომლებთო.

ხან მიშა სააკაშვილის მონები – შენ რა კაცი ხარ, ცოლი ვერ გაგიჩერებიაო (უფრო მეტად ქალები, ვიდრე კაცები).

მოკლედ ვუყურე რაღაც დრო და მერე დაველაპარაკე.

მეთქი გიგა, ხომ არ გაწუხებს რაც ხდება – ანუ ჩემი მოსაზრებების გამო, რომ შენ გეხებიან.

ეს იმას არ ნიშნავდა, რომ გიგა რომ შეწუხებულიყო, მე გავჩუმდებოდი.

ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ წუხდებოდა – და ვერ ეგუებოდა, უბრალოდ დავიშლებოდით, იმიტომ რომ ჩვენი საქორწინო შეთანხმება, ეს არ ყოფილა 🙂

იმიტომ რომ მე ჩემი საქმე მიყვარს, ძალიან თან. მაგრად მაინტერესებს. იმისთვის რომ ეს საქმე ვაკეთო, ძალიან მომხიბვლელ შემოსავალზე, უდარდელ ცხოვრებაზე და უდარდელ სიბერეზე ვთქვი უარი.

ამ საუბრის შედეგად, ყველაზე დიდი კრიზისი დაგვიდგა,

შეურაცხოფილი იყო.

ეგეთი რამე როგორ მაკადრეო.

ეგ წარმოდგენა თუ გაქვს ჩემზე, ჩემთან რა გინდაო.

ანუ შენ ძლიერი ხარ და მე სუსტიო? მაგას გულისხმობო?

როგორ წარმოგიდგენია, რომ ეგ უსამართლო და აბსურდული თავდასხმები ჩემზე იმოქმედებდაო.

მოკლედ, კონფლიქტი ორ კვირაში ამოიწურა – მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი იყო ჩვენს ცხოვრებაში.

ამიტომ ვცემ პატივს ჩემს ქმარს და მის ძალას და ამიტომ მირჩევნია 20 გიგა ბოკერია პარლამენტში, 20 სოფიო კილაძეს.

ამიტომ ვთვლი, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს – ადამიანს, მის გონებრივ მონაცემებს, მის ღირებულებებს აქვს მნიშნელობა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი ეს უსტარი პირდაპირ ადრესატთან მივა და მერე არ გავიგო თქვენი “არარუშულკანონის” მხარეს მორიგ...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაიხურა, რის თაობაზეც გაკეთდა ოფიციალური განცხადება....

“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...