spot_img
მთავარიარჩევნები"ფულის ტომრებმა" და ძალოვანებმა არ უნდა განსაზღვრონ თუ...

“ფულის ტომრებმა” და ძალოვანებმა არ უნდა განსაზღვრონ თუ ვინ იქნება პოლიტიკაში – გედევან ფოფხაძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ, აღნიშნა, რომ დეკლარირებული ცვლილებები არ ემსახურება მთავარ მიზანს, შეიქმნას სახალხო ხელისუფლება, შესაბამისად დეპუტატისთვის ამ ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს და მხარს არ დაუჭერს:

წარმოდგენილ ცვლილებებზე მსურს ვისაუბრო იმ კონტექსტში, რომ არის მიზნები, რომლებიც დეკლარირებულია ამ ცვლილებით, მაგრამ არის რეალობა, რომლის პირობებშიც ამ მიზნების მიღწევა ამ ცვლილებებით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ, აბსოლუტურად, სხვა საშუალებებითა და გზებით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნებით სახალხო ხელისუფლების, სახალხო მთავრობის შექმნას მივაღწიოთ. ეს კანონმდებლობა, ეს ცვლილებები არის თუ არა დასაახლოებელი ნაბიჯი, რომ ჩვენ მივიღოთ სახალხო მთავრობა.

რა განსხვავებაა სახალხო მთავრობასა და იმას შორის, რაც დღეს გვაქვს და რაც გვქონდა გუშინ – სახალხო მთავრობის პირობებში მინისტრები ხალხსა და ქვეყანაზე ფიქრობენ, გუშინ ან დღეს, მოცემულობა იყო და არის ასეთი, რომ მინისტრი რომ იყო, მან თავი უნდა მოაწონოს ან მიშა სააკაშვილს, ან ბიძინა ივანიშვილს.

ეს კანონმდებლობა რაიმე ფორმით ხალხთან გვაახლოებს და გვაძლევს წინაპირობას, რომ ის ხელისუფლება, რომელიც შეიქმნება იქნება სახალხო?

მოდით დავიწყოთ იგივე კვოტებზე საუბარი, რას ვაღწევთ კვოტების ზრდით, ქალთა წარმომადგენლობას პოლიტიკაში? – თუ რეალურად გვინდა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა და მათი რესურსი გავზარდოთ, პოლიტიკაში ძალოვანებისა და ფინანსური ჯგუფების მონაწილეობა უნდა დამთავრდეს.

„ფულის ტომრებმა“ და ძალოვანებმა არ უნდა განსაზღვრონ თუ ვინ იქნება პოლიტიკაში. თუ ვიღაც ფულით ყიდულობს ამომრჩეველს, თუ ვიღაცა თავისი ფულით განსაზღვრავს ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში, იმას არც კაცი აინტერესებს და არც ქალი, ის თავის მონას დაგისვამს პარლამენტში, ხალხს წაართმევს მანდატს და მისცემს მორჩილ, მართვად ადამიანებს. რეალობა ასეთია, თუ ძალოვანი სტრუქტურები ერევიან რეგიონებში, წარმომადგენლობებში და თითო პარტიული ოფისი იღებს მილიონს და ორ მილიონს იმისათვის, რომ მერე იყიდოს ამომრჩეველი, არცერთ დეპუტატს ფასი არ ექნება, ყველა ეს დეპუტატი ფიქრობს და მართლებიც ხართ მასე რომ ფიქრობთ, რომ ის არა ქართველი ხალხის წარმომადგენელი, არამედ იმის საკუთრებაა ვინც ფული გადაიხადა, ვინც უშიშროებით და ძალოვანებით ზეწოლა მოახდინა ამომრჩეველზე და ხმები უზრუნველყო. ეს უნდა დაგვემთავრებინა ჩვენ, მაგრამ ვიღებთ ზედაპირულ გადაწყვეტილებებს, ვითომ იმ მიზანთან გვინდა დაახლოება, რომელიც არის დეკლარირებული.

ეს არჩევნები უნდა იყოს შეთანხმება ქართველ ხალხთან, რომ მთავრდება ფინანსური ჯგუფების სამსახური, ოლიგარქების, კერძო პირების, იქნება ეს მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი თუ მიშა სააკაშვილი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი გარიგება უნდა შედგეს პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის, ვინც მათ შორის ჩადგება, იმას ქართველმა ხალხმა უნდა გადაუაროს. ეს იქნება სწორი პოლიტიკური გზავნილი ამ არჩევნებზე, სხვანაირად არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, ტექნიკურია და იმ მიზანს არ ემსახურება, რაც არის დეკლარირებული, ამიტომ ჩვენთვის ამ ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს და არც ვაპირებ ხმის მიცემას.

ქართველმა ხალხმა უნდა დაადგინოს ის წესები, რა წესებიც შემდეგ უნდა გაფორმდეს პარლამენტში, ამ პარლამენტში ეს ვერ ხდება, ეს უნდა მოხდეს მომავალ პარლამენტში,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...