შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითავდაცვის ძალების მეთაურს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, როცა დარღვეულია...

თავდაცვის ძალების მეთაურს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე, მის განვითარებასა და მიზნებზე ისაუბრა, იმ საერთაშორისო მხარდაჭერაზე, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის:

დღეს ქართული ჯარისთვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების დღე. ეს ნიშნავს, რომ იწყება თავდაცვის ძალებისათვის ახალი ეტაპი; ეტაპი განვითარებისა, გაძლიერებისა და რაც ალბათ, ყველაზე მთავარია და ყველაზე მეტად გვჭირდება, ინსტიტუციური მდგრადობისა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება. მეთაურს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მითუმეტეს დღეს, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრობა მოგვეთხოვება.

ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია მაგალითი მივცეთ სხვებს. საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში. ამ დღევანდელ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა სახელმწიფოს. დღეიდან კი, უაღრესად საპასუხისმგებლო მისიას გენერალი გიორგი მათიაშვილი გადაიბარებს.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ მას ამ თანამდებობაზე და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება. მინდა, ასევე, ქართულ ჯარს მივმართო და მადლობა მოვახსენო პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და თავდადებისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე. ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი. ქართული ჯარი არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისათვის სანდო და საიმედო ძალა. ქართული ჯარი არის ჩვენი სახე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღიურად გვასახელებენ. ამდენად, მინდა ყველას, საზოგადოების სახელით, მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო თქვენს მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მინდა, ბატონო გენერალო, თქვენ გისურვოთ დიდი წარმატება ქვეყნის სამსახურში. ახალ თანამდებობაზე ახალი პასუხისმგებლობით აღჭურვა იქნება საჭირო, რათა თქვენ ჩვენს ჯარს წინ უძღოდეთ და მისი მომავლისთვის წარმატების იმედი და წარმატების ნიშანი იყოთ; ქვეყნის მთლიანობისკენ მიმავალი ჩვენი ჯარი დღეს თქვენი იმედითაა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვარდების რევოლუცია დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შესაძლო...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...