spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუ ვინმე რაიმე სახის კრიტიკას გამოთქვამს, "ქართული ოცნების“...

თუ ვინმე რაიმე სახის კრიტიკას გამოთქვამს, “ქართული ოცნების“ გუნდი ყველას მოსყიდულს და ოპოზიციის ჯიბეში მყოფს უწოდებს – გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გერმანიის ელჩის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გმობდა. გიგა ბოკერიას თქმით ,,ევროპულმა საქართველომ“ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით, აბსოლუტურად კორექტული და ლეგიტიმური კომენტარები გააკეთა და ის არ იყო ისეთივე მძიმე, როგორც დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებები:

,,ბიძინა ივანიშვილის გუნდმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ახლა გერმანიის ელჩის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, წარმოშობილ ვითარებას იყენებენ თავისი კამპანიისთვის, რითაც ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ ქვეყანასაც და ამ დიპლომატსაც.

რა ანტიდასავლური კამპანია?! კონკრეტულ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენი აზრით, მან შეცდომა დაუშვა. ელჩი არ უნდა გახდეს დისკუსიის საგანი. ეს არ არის კარგი დიპლომატია და იმედია, ეს მომავალში აღარ განმეორდება.

„ქართული ოცნების“ გუნდი, საქართველოს ყველა მეგობარს, რომელიც რაღაც საკითხზე ლეგიტიმურ კრიტიკას გამოთქვამდა, ეძახდა მოსყიდულს და ოპოზიციის ჯიბეში მყოფს, ახლა ჩვენზე საუბრობს, ვინც ლეგიტიმურად გავაკრიტიკეთ ეს კაცი შეცდომების გამო. შეცდომა იყო სოფო კილაძის დისკუსიაში ჩარევა, შეცდომა იყო ამ მოლაპარაკებების შემდეგ ამ განცხადებების გაკეთება, ყველას მოსდის შეცდომები.

მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხანგოშვილის მკვლელობაზე არ გაუკეთებიათ კომენტარი და ახლა ამაზე გააკეთეს განცხადება, ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს ოპოზიციაო, ჩვენ გვგულისხმობდა პირველ რიგში.

რაც შეეხება უფრო მძიმე განცხადებებს, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის ელჩზე, „ევროპული საქართველო“ არ უერთდება ამ გამონათქვამებს არც ერთ დიპლომატზე, მაგრამ ყველასთვის სასურველია დიპლომატებმა შეცდომები არ დაუშვან,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს, პოლიტიკოსების მხრიდან.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...