შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალურ მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" გაემიჯნენ დემოკრატიულ ცვლილებებს...

“ნაციონალურ მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” გაემიჯნენ დემოკრატიულ ცვლილებებს და დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში – არჩილ თალაკვაძე

,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” წარსულში ექაჩება ქვეყანას და ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს – განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა უკვე არის წყალგამყოფი ხაზი, რომელმაც ოპოზიციური პარტია მეორე მხარეს დატოვა. როგორც თავად ამბობს ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ევროპული საქართველოს” არჩევანი და საზოგადოების არჩევანს ოქტომბერში დაინახავს:

ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მათ სურთ, ეს ცვლილებები ჩავარდეს. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ ხმამაღლა გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე.

მე ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა ეს უკვე იყო წყალგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”, გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, “ქართული ოცნება” და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ნათელია, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს და ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია – “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო დაპირება მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით.

ეს არის მკაფიო სიგნალი, ვის რა ღირებულებები აქვს და რეალურად ვინ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” და ,,ევროპულ საქართველოს”, მათი ხელისუფლებაში ყოფნისას, არასდროს დაუჭერიათ მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის. ისინი გაემიჯნენ დემოკრატიულ ცვლილებებს და დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში:

,,მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ორი პოლიტიკური პარტია ბლოკავს და ცდილობს ჩაშალოს საარჩევნო სისტემის დემოკრატიული ცვლილება. გარდა იმისა, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნისას არცერთხელ დაუჭერიათ მხარი და არც ინიციატივა ჰქონიათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ამის გარდა მათ ოპოზიციაშიც უკვე მოახერხეს და მერამდენედ ხელი შეუშალეს, გაემიჯნენ და დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში დემოკრატიული ცვლილებებისგან. ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოების არჩევანს კი ოქტომბერში დავინახავთ”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...