პარასკევი, ივლისი 11, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და...

კაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შეკითხვების დასმა რომ ანერვიულებს და აღიზიანებს, ის ან დებილია, ან გიჟია, ან ცხედრით მოვაჭრე – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, ასევე ფეისბუქ-პოსტით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს, რომ ნიკოლაძე ტყუის, სპეკულირებს ოჯახის ტრაგედიით და ცდილობს დაარწმუნოს ოჯახის წევრები, თითქოს, საქმე გახსნილია.

უცვლელად გთავაზობთ ნიკა გვარამიას პოსტს:

ბოდიში, მაგრამ ამ კაცს გონია, რომ მას ვგულისხმობდი სიაში მოხვედრის ან კონვერტის მიტან-მოტანაში, ან ჩემი მეგობარი მას ვუწოდე? კაცს, რომელთანაც წლებია კონტაქტი არ მაქვს და საერთოდ არ ველაპარაკები? ან ეს რა ტექსტი დაუწერია, შეკითხვების დასმა რომ აგვიკრძალა და შეუსაბამობაზე მსჯელობა?

აქამდე მასზე ხომ არაფერი დამიწერია ან მითქვამს? ახლა მოვყვეთ: ეს კაცი ჩემი ჯგუფელია. იყო ძლივს სამოსანი უნივერსიტეტში, მერე ანზორ ბალუაშვილის მრჩეველი და იმდროინდელი პროკურატურის სპიკერი. უკვე ჩემი პროკურატურაში მუშაობის დროს მემათხოვრებოდა დანიშვნას, ცხადია, უშედეგოდ. მერე გახდა ყველაზე გულისამრევი ქოცი. სრულიად წარუმატებელი ადვოკატია და ყველაფერზე ემათხოვრებოდა ქოცებს, ნებისმიერ დანიშვნაზე – ხან პროკურატურაში, ხან მაჟორიტარად კენჭისყრაზე საგარეჯოში. ჩემზე წერდა სიბინძურეებს, “ტაკოში ირტყამს” და მსგავს ქოც-ტროლუტ-სუსურ ტექსტებს სოც ქსელში. მიუხედავად ამისა, ისეთი ტუპოია, ქოცებმაც კი არ შეიტენეს. ბოლო პროცესი როდის ქონდა და ბოლო კლიენტი როდის ყავდა, თვითონაც არ ახსოვს, წლებია ღვინოს წურავს საგარეჯოში.

მოკლედ ყველაფერზე წამსვლელი, ერთი შეუმდგარი კაცია და ნულოვანი კომპეტენციის ადვოკატი. სუსთან შეკრული იყო მუდამ და ასეთივე “დამოუკიდებელი ექსპერტები” აუყვანა ამ საქმეშიც ოჯახს. მიუხედავად ამისა, აზრად არ მომსვლია, მასზე ან რამე მეთქვა, ან ის მეგულისხმა, რაც თვითონ ჩათვალა, რომ მას ეხება (რაც უკვე საეჭვოა). ბიძაშვილისშვილის ცხედრით ვაჭრობას მისნაირ ამორალურ ხამსაც კი ვერ დავაბრალებ.

რაც შეეხება ოჯახის რეაქციას: ნიკოლაძე ტყუის და ზოგადად სულ სპეკულირებს, თითქოს გამოხატავს ოჯახის პიზიციას. ამას გარდა, ასევ ატყუებს ოჯახს, როცა არწმუნებს, რომ საქმე გახსნილია. მანვე დაარწმუნა ოჯახი, ცხედარი არ ენახათ, შესაბამისად არ ცოდნოდათ რა ტრამვები აქვს მიყენებული. ის გვარწმუნებს, რომ ცხედარს დაზიანებები არა აქვს, რაც ასევე ტყუილია. ისვე ამტკიცებს, რომ ფეხის დაცდენის და დახრჩობის ვერსია სარწმუნოა – რაც სრული ბოდვაა. ის არწმუნებდა ოჯახს, რომ დღეში ათი მესიჯი მისდის შსს მინისტრისგან და გენპროკურორისგან, და ყველაფერი სწორად მიდის საქმეში.

ამ ოჯახს სხვა ნათესავებიც ყავთ და მათგანაც ვიგებთ ამბებს, ბატონო ნიკოლაძე. თუ მართლა დავალებას არ ასრულებთ და მართლა ტრაგედიით მოვაჭრე არ ხართ (რასაც თქვენზეც კი ვერ დავიჯერებ), ბოდიში მოიხადეთ თქვენი სამარცხვინო სტატუსისთვის, რომელიც ეყრდნობა თქვენსავე აბსურდულ დასკვნას, თითქოს თქვენ გიგულისხმეთ რამეში (ისე, ფრიად უცნაური კია, რატომ დაინახეთ საკუთარი თავი) და საერთოდ: ამ მგლოვიარე კაცს, ამ სისულეების წერისთვის რომ გცალიათ, უკვე გულისამრევია, და საეჭვოც, იმავდროულად.

კაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შეკითხვების დასმა რომ ანერვიულებს და აღიზიანებს, ის ან დებილია, ან გიჟია, ან ცხედრით მოვაჭრე. თვითონ აირჩიეთ ახლა, რომელი ხართ და კვლავ გირჩევთ, ბოდიში მოიხადეთ.

და ბოლოს – პატივს ვცემ თქვენს ემოციას, მაგრამ სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ოჯახის თანადგომაც არ გვითხოვია, მათ თავისი ყოფნით. ამას გარდა, დამნაშავეებზე ხელის დაფარებაა ჩვენი ძირითადი ინტერესი და ეს სახელმწიფოს დანაშაულზე გადის და აქ ვერავის, ვერც დაზარალებულების აზრი ვერ იქნება გადამწყვეტი. ბავშვი მოკლეს, ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს – სიმართლე ესაა და არა ის, რა სისულელეებსაც თქვენ ყვებით ეთერიდან ეთერში. იმის მაგივრად, მადლობა გვითხრათ, რომ საქმის შეუსაბამობებს ვიკვლევთ, გულისამრევ პასკვილებს გვიძღვნით. გრცხვენოდეთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...