ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის რაც მოხდა ბერასთან მიმართებაში, პირველ რიგში ჩვენ...

“ის რაც მოხდა ბერასთან მიმართებაში, პირველ რიგში ჩვენ და ჩვენს შვილებს ეხება!” – ხათუნა ხოფერია

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაჩენილ ვერსიებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებული ერთ-ერთი პიროვნება ბერა ივანიშვილის ახლობელია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ეხმიანება. იგი ცილისწამებად მიიჩნევს აღნიშნულ ინფორმაციას და მხარდაჭერას უცხადებს ბერა ივანიშვილს:

ის რაც მოხდა ბერასთან მიმართებაში, პირველ რიგში ჩვენ და ჩვენს შვილებს ეხება!
კარგია, როდესაც პარლამენტარები, მოქმედი პოლიტიკოსები და აღმასრულებელი ხელისუფლება აკეთებს რეაგირებას მათი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გაშლილ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, მაგრამ უმთავრესი მაინც საზოგადოების, ხალხის და პირველ რიგში, ჩვენი თაობის პოზიცია და რეაქციაა!

ის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლამ ზღვარსგადასული შეურაცხყოფის და შურისძიების სახე მიიღო, არახალია!
მაგრამ შვილი?……………

უბინძურესი ბრალდება წაუყენო შვილს იმისთვის რომ მამას ავნო? ოოო, როგორი ძველი, ჩვეული, ნაცნობი ნაციონალური – სისხლიანი რეჟიმის სტილია!
არ იშლიან! გასდიოდათ და გასდით!,,, და სჯერათ რომ გაუვათ!

დღეს ბერა… ხვალ ჩემი რეზო ან ბექა… ზეგ თქვენი შვილი ან შვილიშვილი… ზუსტად ისე, როგორც იყო 2007-ში, 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში…

ზნედაცემულთა სასიკვდილო როკვაა საქართველოში…
აგონიური ბრძოლა სიცოცხლესთან, სისუფთავესთან, ახალგაზრდობასთან, მომავალთან…

ჰო და, ეს უნდა დამთავრდეს!
დღეს ჩემ შვილს დააბრალეს მაგარი ბიჭის მკვლელობაში თანამონაწილეობა…
რა მნიშვნელობა აქვს, ბერა ქვია, ბექა, რეზო თუ გიორგი…

ფაქტია, რომ მშობლის ანუ ჩვენს წინააღმდეგ, შვილებს იყენებენ…
თქვენი არ ვიცი, მე კი მეტის ატანა აღარ შემიძლია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...