spot_img
მთავარისხვადასხვაეს არის პროგრესის ნაწილი და ამ საჭიროებას ვერაფერი...

ეს არის პროგრესის ნაწილი და ამ საჭიროებას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს – ნათია კაპანაძე

აჭარის ტელევიზიასთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორიც იმყოფებოდა. ნათია კაპანაძის თქმით, აქცია საკმაოდ ხალხმრავალი იყო, რადგან საზოგადობას სჭირდება ობიექტური საზოგადოებრივი მაუწყებელი და მხარდაჭერის ტალღა ამ საჭიროებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება.

წინააღმდეგობა მაშინ დაიწყო, როდესაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიკრიბა გუნდი, რომელსაც მაუწყებლის იდეის სჯერა. ეს გუნდი თანდათან ხვდება საზოგადოებრივ ტვირთს, იმუშაოს ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება მათი უფლებებისა და პრობლემური საკითხების წინ წამოწევა.

ვფიქრობ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს საჭიროება მით უფრო მაღალია ჩვენს საზოგადოებაში და მგონია რომ მხარდაჭერის ტალღა გადაიზრდება ძალიან დიდ საჭიროებაში, რათა ჩვენ გვქონდეს ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვფიქრობ, ეს არის პროგრესის ნაწილი და ამ საჭიროებას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს,“- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართა. აჭარის ტელევიზიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებმა აჭარის ტელევიზიის ახლანდელ მენეჯმენტს მოუწოდეს თანამშრომლების დევნა შეწყვიტოს და გათავისუფლებული ჟურნალისტები სამსახურში აღადგინოს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...