შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეკა ბესელიამ, გიორგი გახარიას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი...

ეკა ბესელიამ, გიორგი გახარიას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პასუხი მოსთხოვა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრი ამ კადრების გავრცელების პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ეკა ბესელიამ კითხვა საქართველოს პრემიერს წლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტის სხდომაზე დაუსვა. მისი განცხადებით გახარია ამ საქმის გამოძიებას ,,წინის წინის წინა“ მოხსენების დროს დაპირდა:

,,რადგან ეს ბოლო ანგარიშია თქვენი ამ მოწვევის პარლამენტში, ამ პარლამენტისთვისაც ბოლო ანგარიშია, არ მინდა ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა საჯაროდ არ დავსვა, მით უფრო, რომ ამ კითხვაზე პასუხს თქვენ დამპირდით ამის ,,წინის წინის წინა“ მოხსენების დროს.

ეს არის თემა, რომელმაც მე, პირადად, ბევრი გადაწყვეტილება და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან, მათ შორის მთავრობის ის წევრები, რომლებიც, შესაძლოა, იყვნენ დაკავშირებული ამ საკითხთან. ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ იყავით შსს მინისტრი, როდესაც უმრავლესობის დეპუტატის მიმართ, პარლამენტის წევრის მიმართ, გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს მოხდა თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში. გავიდა 1 წელი და 5 თვე.

თქვენ თქვით, რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ, რომ ეს საქმე გახსნილია, რადგან ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. გეკითხებით – ვინ დაგეგმა ის დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ის იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10 კაციანი სიის გამო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტარის განცხადებით, ის აუცილებლად მიიღებს პასუხს, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას და გაიგებს თუ ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული. მისივე თქმით, არ აპირებს დაღლას მანამ, სანამ არ გაიგებს კონკრეტულ სახელს და გვარს ვისაც ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულში:

,,რა იყო ეს? დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა აირჩევდა იმ ფორმას პროტესტისა, რაც მე ავირჩიე?! მე ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მივიღებ, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, მაგრამ მე თქვენ მინდა გკითხოთ, ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული. ქალბატონ მაიასთან უკაცრავად, რადგან მე ნამდვილად ვუფრთხილდები მის ნერვებს, მაგრამ არ დავიღლები, ვიდრე არ გავიგებ კონკრეტულ სახელს და გვარს, არა კოლექტიურს, კონკრეტულს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...