spot_img
მთავარიIV ხელისუფლება''ფეიქ ნიუსი" არის ძალიან დიდი ბოროტება და მისი...

”ფეიქ ნიუსი” არის ძალიან დიდი ბოროტება და მისი გამოყენება პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ, კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს – კახა კალაძე

თბილის მერმა, კახი კალაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ვიდეომიმართვის საშუალებით ე.წ. ”ფეიქ ნიუსებზე” ისაუბრა. მისი თქმით მედიის მიერ სიცრუის ტირაჟირებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია და აპირებს დაიცვას მისი და საზოგადოების სიმართლე. დედაქალაქის მერი, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, მისი სოციალური ქსელიდან ლაივ ჩართვების საშუალებით აპირებს:

დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. მეგა სახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსების მობილიზება. ყველა ძალიან კარგად ხედავს, თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვს დეზინფორმაციას, რა საფრთხის შემცველია საზოგადოების მოტყუება და ზოგადად სიცრუის ტირაჟირება. ”ფეიქ ნიუსი” არის ძალიან დიდი ბოროტება და მისი გამოყენება პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ, კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მერმა თავის სოციალურ გვერდზე ბანერი გამოაქვეყნა, რომელზეც სამი ტელეკომპანიის ლოგოა გამოსახული – მთავარი არხის, TV პირველის და ტელეკომპანია ფორმულას. კახა კალაძის განმარტებით, ეს კამპანია არ არის რომელიმე კონკრეტული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული, თუმცა ნამდვილად ეწინააღმდეგება, ტყუილ ინფორმაციას.

ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად.

ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს. ელემენტარულად ვიცავთ სიმართლეს.

დღეს ვეხმიანები ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, ნამდვილად არის ტყუილის და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...