პარასკევი, მარტი 14, 2025
21 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქალბატონმა ელენემ - გადაეცით სუს-ს და ბიძინა ივანიშვილსო,...

ქალბატონმა ელენემ – გადაეცით სუს-ს და ბიძინა ივანიშვილსო, რომ ფეხებზე გვკიდიაო და იქნებ იქით გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ? – მამუკა მდინარაძე

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. პლენარულ სხდომაზე მმთავრობის მეთაურისათვის საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების მიერ დასმული კითხვები მამუკა მდინარაძემ საკუთარ გამოსვლაში შეაფასა:

ოთარ კახიძემ თქვა 20 ივნისი არ გიხსენებიათო. ბატონო ოთარ, თქვენ უნდა გეხსენებინათ, იმიტომ, რომ ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, ეს იყო თქვენი მავნებლური და დანაშაულებრივი გეგმის ნაწილი. სალომე სამადაშვილმა თქვა, კრიმინალური ავტორიტეტები გეხმარებიანო და შევახსენებ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი არის მაგალითად გიორგი რურუა, გამოკვეთილი.

ახსენეს დათვის ტყვიები, ეს არის ტყუილი. თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტს სკამი ივანიშვილმა უყიდაო – ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა და მილიონ ორასი ათასი ადამიანის შეურაცხყოფა განსაკუთრებით. მოპარული მილიონებიო – ეს არის უგულავა.

ხათუნა გოგორიშვილმა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ქედი არ მოუხრიათ თქვენს წინაშეო – ქედი მოიხარეს დეპუტატებმა ქართული ჯარის წინაშე. რომან გოცირიძე დადგა “ფეიქ ნიუსების” მხარეს. სერგო რატიანმა სპეკულაცია გააღრმავა და კონკრეტულ ადამიანზე, დაშავებულ ადამიანზე თქვა, რომ აღიარეს დაზარალებულადო, შეუძლებელია არ იცოდნენ, რომ დაზარალებულად ცნობა ხდება და არა აღიარება. ამ სიტყვაშიც კი სპეკულირებენ.

ნატო ჩხეიძემ ლოკალური ამნეზია ახსენა და გავახსენებ, რომ ჟურნალისტებზე ხელფასები აქვს დასარიგებელი, სანამ ამ თემებზე ისაუბრებს, თუ არ ახსოვს. ირაკლი აბესაძე უფრო ღრმად შევიდა სპეკულაციურ თემებში და ხალხი უარს ამბობს უპერსპექტივო განცდით მუშაობაზეო. კანდელაკი საუბრობს გავრილოვზე, რომელიც თავად გახლავთ ცნობილი რეზოლუციის ხელმომწერი და ბოლოს ქალბატონმა ელენემ, გადაეცით სუს-ს და ბიძინა ივანიშვილსო, რომ ფეხებზე გვკიდიაო, რა ვიცი იქით იქნებ გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ?

გუშინ, ბატონო პრემიერო, ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტებს, რომ ხვალ ერთადერთი მიზანი ამ კრიმინალური ოპოზიციისა იქნება პრემიერის დაზიანება და საქმეზე არ ისაუბრებენ და ხომ არ გამოყოფდით ან რომელიმე კითხვა ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა, რაიმე თემაზე და შედეგზე იყო ორიენტირებული და საზოგადოებას წაადგება?“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

“ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...