spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოში ბიზნეს გარემო მიმზიდველი და გამჭვირვალეა - ნათია...

საქართველოში ბიზნეს გარემო მიმზიდველი და გამჭვირვალეა – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს ჩვენი ქვეყნის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტენდერში გაიმარჯვა კომპანია ”OMV PETROM S.A.”-მა, რომელიც “Forbes”-ის რეიტინგების მიხედვით კომპანიებს შორის მე-2, ხოლო ევროპაში ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შორის მე-10 ადგილზეა.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, არის იმდენად გამჭვირვალე, მიმზიდველი და გასაგები მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტებისთვის, რომ ნომერ მეორე ავსტრიულმა და ნომერ მეათე ევროპულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლის ინტერესი გამოიჩინა და მასთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია “OMV PETROM S.A.”

ავსტრიის უმსხვილესი ნავთობკომპანია OMV 1956 წელს დაარსდა. კომპანია OMV-ს საქმიანობა ძირითადად მოიცავს: ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, ელექტროენერგიის წარმოებას. 2019 წლის “Forbes”-ს მონაცემებით “OMV Group”-ი არის ავსტრიის მე-2, ხოლო ევროპის მასშტაბით 79-ე უდიდესი კომპანია, მე-10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა 44,1 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიაში დასაქმებულია 20000-ზე მეტი თანამშრომელი.

OMV ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ზღვაზე და ახლო აღმოსავლეთში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...