spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებამიხარია, რომ წვლილი შევიტანეთ აბიტურიენტების შველაში - ნანა...

მიხარია, რომ წვლილი შევიტანეთ აბიტურიენტების შველაში – ნანა ტოხვაძე

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების პირბადის გარეშე მუშაობის შესაძლო დაშვებასთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს “ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და აღნიშნავს, რომ ამ საკითხის აბიტურიენტების ინტერესის შესაბამისად გადაწყვეტაში თავისი როლი ითამაშა პარტიის განათლების მიმართულების აქტივობებმა:

2020 წლის ეროვნული გამოცდების თარიღის გამოცხადებისთანავე, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით დავიწყეთ აქტიურობა. ჩვენთვის სრულიად ცხადი იყო, რომ შეთავაზებული კაბალური პირობა – დახურულ სივრცეში გამოცდების წერა პირბადის თანხლებით, არაჰუმანური და დაუდევარი მოპყრობა იქნებოდა 40000-ზე მეტი აბიტურიენტის, საერთო სამაგაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მოხვედრის მსურველისთვის.

ყველას კარგად გვესმის ისედაც ამხელა სტრესი და მღელვარება ახლავს ხოლმე გამოცდებს, თან როცა საუკეთესო შედეგის მიღწევა მთავარი ამოცანაა.

საჯაროდ და ხისტი განცხადებებით 2 კვირის განმავლობაში მივმართავდით გადაწყვეტილების მიმღებ ყველა უწყებას. საბოლოო ჯამში, მივაღწიეთ იმას, რომ გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დამაიმედებელი განცხადება გააკეთა ამ მიმართულებით, რომ „აბიტურიენტებმა შესაძლოა ეროვნულ გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ“.

მიხარია, რომ ჩვენი აქტიურობით და საზოგადოებრივი აზრის მომწიფებით, წვლილი შევიტანეთ აბიტურიენტების შველაში.

მჯერა, რომ სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რაც მთავარია, ლეგიტიმური მოთხოვნის დაყენებისას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ერთსულოვანია,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🔈შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო

🔈შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“მოწიწებით ვეკითხები საპატრიარქოს – რატომ ითხოვთ ასე დაჟინებით რადიკალების ციხიდან გამოშვებას, რომლებიც არც ინანიებენ...

საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებასთან...

“ვინმე არაქოცს რომ დაედგა ეგეთი ვეფხისტყაოსანი, რაც სტურუამ დადგა, გამოცხადებოდა დიფ სთეითის შეთქმულებად ერის...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ირონიულ მოსაზრებებს გამოთქვამს,...