spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და სჯერა ჩვენი…” – გოჩა მირცხულავა

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში:

პილატე იმიტომ კი არ ეჯავრებათ, რომ განაჩენი გამოიტანა. იმიტომ, რომ ხელი დაიბანა და განაჩენის გამომტანად ხალხი – ბრბო დატოვა.

ხალხი – ბრბო ყველა ეპოქაში ბრბოა. დღეს პირქვედამხობილიც და ხელებ ცაში ამპყრობელიც, რომელიც ქრისტეს სადღაც ეძებს და არა – მწყურვალში, მშიერში, უსამართლოდ დაჩაგრულში, ნაცემში, ნაგვემში, უარყოფილში, საძულველში, ხეიბარში, დავრდომილში, უპოვარში, ტუსაღში, მართალში…

ხალხი – ბრბო და ხალხი კონფორმისტი.

ქრისტე კი იდეალისტი, რომელსაც ამ დრომდე სჯერა რომ გადაგვარჩენს, რომ გადავრჩებით.
ქრისტე – შეგნებული არჩევანით, გაბედულების სასწაულით და ადამიანისადმი რწმენით.

როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და სჯერა ჩვენი…

ქრისტე, რომელიც იქ – “სადღაც” კი არა, ერთმანეთში და საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
ქრისტე – თავისუფლება, სიყვარული და სამართლიანობა.
ქრისტე – გამოუსწორებელი და საშიში იდეალისტი“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...