სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიდი ალბათობით რეგულარული ფრენების აკრძალვის გახანგრძლივება ივლისის ბოლომდე...

დიდი ალბათობით რეგულარული ფრენების აკრძალვის გახანგრძლივება ივლისის ბოლომდე მოგვიწევს – ნათია თურნავა

რეგულარული ფრენების შეზღუდვის ივლისის ბოლომდე შესაძლო გადაწევის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა, ამიტომ ყველაფერი მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული:

ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნეს ვიზიტორებისთვის და სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გახდება საჯარო.

ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც. რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება.

რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები, რა თქმა უნდა, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით. ეს ის ვითარებაა, როცა პრიორიტეტული ჯანმრთელობაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია” – ლევან იოსელიანი

"პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ...

“ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გადატრიალება მოაწყონ” – კახა კალაძე არასამთავრობო...

„მე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმნა პატრიოტულ თემაზე, არცერთი ორგანიზაცია...

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...