“მესამე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია,” – ამ სახის პოზიციას აფიქსირებს პატიმარი გიორგი რურუას ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია, მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებებია:
“მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნავს აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.
პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.
ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,” – აცხადებს გიორგი რურუა.