შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს სჭირდება აღმშენებლობის პროცესი, რასაც ეღობებოდა არსებული საარჩევნო...

საქართველოს სჭირდება აღმშენებლობის პროცესი, რასაც ეღობებოდა არსებული საარჩევნო სისტემა – გიორგი ვაშაძე

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ საარჩევნო ცვლილებები ოპოზიციის ერთიანი ძალისხმევის შედეგია:

8 მარტს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს არის ჩვენი მძლავრი, ერთიანი ძალისხმევის შედეგი, რასაც ახლა ვიღებთ. “ქართულ ოცნებას” სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მიიღოს ცვლილებები. ამისათვის, ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ დასავლეთისაგან, იმიტომ, რომ საქართველოში ცვლილებების მთავარი მომთხოვნი ხალხი გახლდათ, რადგან ოპოზიცია ერთიანი იყო და ამ ერთიანობის ფორმულაშია ხვალ და ზეგ გამარჯვება.

რაც მთავარია მივდივართ ჩვენი სწორი სტრატეგიითა და გამარჯვების გზით, რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დარჩენილია 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს მოთხოვნა არცერთ შემთხვევაში არ გაქრება.

ეს არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, ის, რამაც ჩვენ მოგვცა მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების შესაძლებლობა, ეს არის ის ფუნდამენტი და საფუძველი რითიც ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით 31 ოქტომბერს, იმიტომ რომ აღარ ექნება “ქართულ ოცნებას” დიდი მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა.

საქართველოს სჭირდება აღმშენებლობის პროცესი, ამას ეღობებოდა ეს საარჩევნო სისტემა, რადგან არსებობს ვიწრო კორუფციული კლანი ხელისუფლებაში. ასეთი საარჩევნო სისტემა რომ გვაქვს, ამიტომ არ არიან ისინი ანგარიშვალდებულები ხალხთან. მე კი ვამბობ, რომ ეს სისტემა მოემსახურება ხალხის ინტერესებს და ახლა ჩვენს მუშაობაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ პირველ მოსმენაზე თავი დავიზღვიეთ მათი მანიპულაციებისაგან და სწორი იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, მეორე მოსმენაზე რომ ჩავარდნილიყო ისევ იქნებოდა შესაძლებელი კანონპროექტის შემობრუნება.

მახსოვს ნოემბერში მათი ყეყეჩი განცხადებები, რომ არაფერი არ შეიცვლება, რომ 73/77 უნდა იყოს, შემდეგ უკვე მათი განცხადებები – 100/50-ზე არის ბოლოო, მაგრამ უკომპრომისო სამართლიანმა და კოორდინირებულმა სტრატეგიულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა ეს გამარჯვება და აიძულა “ქართული ოცნება” თვითონ მისულიყო “დატუქსული ბავშვივით” და ხმა მიეცა საარჩევნო ცვლილებებისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...