spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიამაყოთ იმით, რომ კონსტიტუციის ამ...

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიამაყოთ იმით, რომ კონსტიტუციის ამ ახალი რედაქციის თანაავტორები ვართ – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვის თქმისას განაცხადა, რომ 25 წლის განმავლობაში პირველად არის შესაძლებლობა, არჩევნები ჩატარდეს ისე, როდესაც სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რაც უნიკალური შესაძლებლობაა. ასევე ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება შესძენს სიმყარეს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, იმ რედაქციას, რომელიც ერთად მიიღეს ორი წლის წინ:

ხაზს გავუსვამ კანონპროექტის მიღების მნიშვნელობას, ჩვენ ამ 25 წლის განმავლობაში პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა.

როდესაც საუბარია სრულად და არასრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს სისტემა 120/30-ზე, პრაქტიკულად, წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რა შედეგსაც წარმოშობდა სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე გადანაწილდება მანდატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, როგორც გადანაწილდებოდა მანდატები სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი კანონპროექტით. კანონპროექტის მნიშვნელობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილება შესძენს სიმყარეს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, იმ რედაქციას, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ ორი წლის წინ, რომელიც ადგენს ევროპული ტიპის ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას თავისი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ამ ახალი რედაქციის თანაავტორები ვართ, “ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...