spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი"...

“ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი” – გიორგი მარგველაშვილი

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების წლისთავის აღნიშვნისადმი მიძღვნის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მე-4 პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით ხელისუფლება მიუღებელია, თუკი იგი საპროტესტოდ გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვლის, ჰყავს პოლიტპატიმრები და არ ასრულებს საერთაშორისო პარტნიორებსადმი მიცემულ პირობას:

ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი. ხელისუფლება, რომელიც მერე, პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს, წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი.

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენ ერს და ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და, მათ შორის, სახელმწიფოს მშენებლობა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია.

შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი. ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ “ოცნება” თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს”...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...