spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ევროპული საქართველო" პირველი მოსმენით მხარს...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ევროპული საქართველო” პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს – დავით ბაქრაძე

21 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მისარებად კენჭისყრა გაიმართება. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მათი პარტია, პირველ მოსმენაზე, მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ საქართველოში ნორმალური არჩევნების ჩატარების იყოს შესაძლებელი:

ხვალ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი კენჭისყრა გაიმართება. ამ კენჭისყრას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის, საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის და შედეგად ნორმალური არჩევნების ჩატარებისთვის.

სამწუხაროდ, სიმპტომები, რომელსაც დღეს ვხედავთ უმრავლესობის მხრიდან, ძალიან გვაგონებს იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა ნოემბერში, როდესაც ერთი მხრივ, იყო რწმუნება, რომ არსებობს პარლამენტში საკმარისი ხმები საკითხის გასატანად და ამის პარალელურად, ყოველდღიურად გვესმოდა შეთქმულება, რომ დეპუტატების რაღაც რაოდენობა არ აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმას.

ჩვენ მაშინ ვიხილეთ, როგორ უტიფრად და უპასუხისმგებლოდ მოიქცა “ქართული ოცნება”, როგორ გადააგდო ივანიშვილმა და “ოცნებამ” მთელი საქართველო ამ საკითხში, მიუხედავად მათი საჯარო დაპირებებისა, რომ საკითხი იქნებოდა გატანილი. ამიტომ ხვალინდელი კენჭისყრა იქნება გადამწყვეტი და ჩვენ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ შეკრებისა და მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება:

8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი მთავარი კომპონენტი – ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ მომენტისთვის არცერთი ეს კომპონენტი არ გახლავთ ბოლომდე შესრულებული. გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება და ხვალ იქნება კენჭისყრა. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ “ქართული ოცნების” მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, როგორიც ყველამ ვიხილეთ ნოემბერში და ამითი წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ამით მიღწეული იქნება ორი ამოცანა: პირველი, – გაჩნდება მეტი დრო, რათა შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში და გაჩნდება დამატებითი დრო, საკონსტიტუციო მოსმენების დასრულებამდე, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გამოშვებასთან დაკავშირებით და მეორე, – არ მივცემთ საშუალებას, ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი პირველი მოსმენა გეტყვით, რომ თუ ხვალ საკითხი ჩავარდა პირველ მოსმენაზე, ეს ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა. პირველი მოსმენით გატანის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენაზე რომც ჩავარდეს საკითხი, იმავე დღეს შეიძლება მისი ხელახლა შემოტანა. ანუ ხვალინდელი კენჭისყრა სრულიად გადამწყვეტია. ხვალ გადაწყდება პროპორციული არჩევნების ბედიც, პოლიტპატიმრების საკითხიც და საქართველოში ნორმალური არჩევნების საკითხიც,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს” –...

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი, მწვავე შეფასებებთან...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” –

26 მაისისტვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...