პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისში 20 ივნისის მოვლენები გაიხსენეს

ქუთაისში 20 ივნისის მოვლენები გაიხსენეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ”, მომხრეებთან ერთად, ქუთაისში ბრიფინგი გამართა. გრიგოლ ვაშაძემ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების დასჯით დიდი შეცდომა დაუშვა:

შარშან, ზუსტად ამ დღეს, 12 საათიდან 4 საათამდე ვცდილობდით პარლამენტში შესვლას და რომელიმე წევრთან – კობახიძესთან, ვოლსკისთან ან თალაკვაძესთან შეხვედრას, რათა თავიდან აგვეცილებინა ის, რაც შემდეგ მოხდა.

რუსთაველის პროსპექტზე შეიკრიბა სპონტანური, სტიქიური საპროტესტო აქცია, რასაც ხელისუფლებამ დროულად არ მიაქცია ყურადღება და შემდგომ კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია, რამაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა შეიწირა. შეცდომა ის იყო, რომ ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ერთი რამ, მოქალაქეებისა და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მოქალაქეების გამარჯვებით სრულდება,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა გვიან ღამით დაშალეს, რის შედეგადაც 240 მოქალაქე კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. დაშავებულთაგან იყო 80 პოლიციელებიც. დაზიანებები მიიღო, ასევე, 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...