პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიარჩევანი უნდა გაკეთდეს ძლიერ, ერთიან, თავისუფალ საქართველოსა და...

არჩევანი უნდა გაკეთდეს ძლიერ, ერთიან, თავისუფალ საქართველოსა და დაჩაჩანაკებულ, გაუბედურებულ საქართველოს შორის – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, ლეიბორისტულ პარტიაში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა პიროვნებებმა, კიდევ ერთხელ უჩვენეს მართლაც ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი და ეს დღე კიდევ ერთი გამარჯვების დღეა. გიორგი ვაშაძის თქმით 31 ოქტომბერის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში იქნება მმართველობა, რომელიც ადამიანების გაჭირვებასა და პრობლემებზე იქნება ორიენტირებული:

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა ერთიანობის იდეამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე, როცა ეროვნული თანხმობის იდეა იმარჯვებს დაპირისპირებაზე, როცა აღმშენებლობის იდეა იმარჯვებს უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ხდება.

ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა ცალკეულმა პიროვნებებმა, კიდევ ერთხელ აჩვენეს მართლაც ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი. ჩვენ ვაკეთებთ არა იმას, თუ რა უნდა ერთ კონკრეტულ პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, არამედ იმას, რაც უნდა ხალხს, ხალხი კი ჩვენგან ითხოვს შეთანხმებას და თანხმობას.

საქართველოს საოცარი განვითარების პერსპექტივა გააჩნია და საოცარი აღმშენებლობის პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე, ეს არის ჩანასახი იმ სრულიად ახალი თაობის კოალიციური მმართველობისა, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად იქნება ქვეყანაში, იმ მმართველობის, რომელიც იქნება ხალხის სამსახურში, ადამიანის გაჭირვებასა და პრობლემაზე ორიენტირებული.

ეს არჩევნები არის არჩევანი დასავლურ განვითარებასა და რუსულ ვექტორს შორის, ეს არჩევნები არის ძლიერ, ერთიან, თავისუფალ საქართველოსა და დაჩაჩანაკებულ/გაუბედურებულ საქართველოს შორის. მგონი დადგა დრო, რომ ყველამ ერთიანი ძალები მოვიკრიბოთ და ერთიანი ძალისხმევით წავიდეთ. არა პარტიები, არა ნომრები, არა კულუარული მოლაპარაკებები, არამედ საჯაროობა, ერთად ყოფნა და თანხვედრა.

დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს, რომლებიც ცოტა ვანერვიულეთ ამ შეთანხმების მიღწევამდე. მაგრამ როგორც 8 მარტის შეთანხმება დიდი გამარჯვებით დავასრულეთ ჩვენი ამ ფორმატის ერთიანობითა და თანხვედრით, დღევანდელი დღეც, ასევე, ერთი დიდი გამარჯვებაა. საბოლოო გამარჯვებას ყველა ერთად 31 ოქტომბერს მივაღწევთ. ძალა ერთობაშია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისათვის, მაჟორიტარობის კანდიდატების გადანაწილება დედაქალაქის ოლქები შემდეგნაირად მოხდა: ვაკეში – ელენე ხოშტარია, მთაწმინდა-კრწანისის ოლქში – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, ნიკანორ მელია – გლდანში, ლევან ხაბეიშვილი – სამგორში. ჯერ არაა გადაწყვეტილება მიღებული საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნებაში” გალაღებულ ნაცებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ვინ უფრო მაგრად ებრძოდა ნაცებს🤣🤣🤣 – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, ე.წ. "პორტირებულების" კულუარულ დაპირისპირებებზე აკეთებს...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...