spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს პროექტები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ბანერებზე ნაჩვენები დაპირება იყო"...

“ეს პროექტები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ბანერებზე ნაჩვენები დაპირება იყო” – გიგა შუშანია

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ ქუთაისში “ქართულ ოცნებას” არც ერთი დაპირებული ტურისტული ლოკაცია არ შეუქმნია. ფაქტის სადემონსტრაციოდ შუშანიამ რიონისპირა სახლების შეჩერებული პროექტი განიხილა:

ქუთაისის მოსახლეობას ახსოვს, როგორ დადიოდნენ ჩინოვნიკები ეთერიდან ეთერში ფოტოშოპით შექმნილი ფოტოებით და ეუბნებოდნენ მათ, რომ რიონისპირა სახლები გარემონტდებოდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანს, რომელმაც მოიგო პროექტირების შესახებ ტენდერი, ეს ტენდერი გაუუქმეს.

2012 წლის შემდეგ “ქართულ ოცნებას” ქუთაისისთვის არც ერთი ტურისტული ლოკაცია არ შეუმატებია, გაუბედურებულ თეთრ ხიდს თუ არ ჩავთვლით. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” თვლის, რომ ქუთაისელებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთება მხოლოდ ბანერებზეა საკმარისი.

ქუთაისი დღეს არის მოუვლელი, გადათხრილი და არ არსებობს არც ერთი ახალი ლოკაცია, რომ ტურისტებმა რაიმე სიახლე ნახონ. ეს პროექტები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ბანერებზე ნაჩვენები დაპირება იყო. არჩევნების შემდეგ კი მათი ბედი აღარ აინტერესებთ,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციის კრიტიკას ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხობენ. მერის მოადგილის განმარტებით, მალე ახალი ტენდერი გამოცხადდება და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი აუცილებლად განხორციელდება:

ოპოზიციის განცხადება წარმოადგენს სამწუხარო სპეკულაციას, რადგან ტენდერი არ გაუქმებულა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება რომ ახალი ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც არსებობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კონკრეტულ შემსრულებელს შორის და ის კონკრეტული პრეტენზიების გამო შეწყდა.

80-იანი წლების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საკითხი დადგა და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში დაიძრა საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება,” – ამბობს ნინო თვალთვაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2018 წელს დაანონსდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “კარკასმა” გაიმარჯვა, თუმცა, ფონდმა მას პროექტი შეუწყვიტა და ვადების გადაცილების მიზეზით ხელშეკრულება შეუწყვიტა, რასაც კონპანიის წარმომადგენლობა აპროტესტებს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...